შპრეე (გერმ. Spree, ჩეხ. Spréva, სორბ. Sprjewja) — მდინარე, რომელიც მიედინება გერმანიის საქსონიის, ბრანდენბურგის და ბერლინის ფედერალურ მხარეში და ჩეხეთის უსტეცის მხარეში. დაახლოებით 400 კილომეტრს სიგრძის შპრეე, მდინარე ჰაფელის მარცხენა შენაკადია, რომელიც თავად ჯერ ელბაში და შემდეგ ჩრდილოეთის ზღვაში ჩაედინება. ეს ის მდინარეა, რომელზეც თავდაპირველად ბერლინის ცენტრი აშენდა.
ბერლინის აღმოსავლეთით, დემერიცზეესა და მიუგელზეეს შორის მდებარე მდინარის ეს ნაწილი ცნობილია, როგორც მიუგელშპრეე (გერმ. Müggelspree).