შკოდერი (ალბ. Shkodër) — ქალაქი ალბანეთში. მდებარეობს სკადარის ნაპირზე. ადრიატიკის ზღვიდან 20 კილომეტრში, მდინარეების დრინისა და ბუნის შეერთების ადგილთან ახლოს.
შკოდერი სიდიდის მიხედვით მეოთხეა ალბანეთში. იგი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, მდიდარია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით. შკოდერის ციხესიმაგრე აგებულია ძვ. წ. IV საუკუნეში ილირიელების ერთ-ერთი ტომის მიერ. ძვ. წ. 168 წელს ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა. 1479 წელს ქალაქი დაიპყრეს ოსმალებმა. შკოდერი გახდა ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი. 1757-1831 წლებში იყო შკოდერის ფაშალიკის დედაქალაქი.
რესურსები ინტერნეტში