შიაულიაის მაზრა (ლიეტუვ. Šiaulių apskritis) — მაზრა ლიეტუვის ჩრდილოეთში, უკავია ჟემაიტიისა და აუქშტაიტიის ეთნოგრაფიული რეგიონების ნაწილი. ესაზღვრება ლატვიას, ასევე ტელშიაის, ტაუგარის, კაუნასის და პანევეჟის მაზრებს. შექმნილია 1994 წლის 19 ივლისს მიღებული ლიეტუვის რესპუბლიკის კანონით ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ.
ადმინისტრაციული დაყოფა
- ქალაქ შიაულიაის თვითმმართველობა
- შიაულიაის რაიონის თვითმმართველობა (10 მამასახლისი)
- აკმიანის რაიონის თვითმმართველობა (6 მამასახლისი)
- იონიშკის რაიონის თვითმმართველობა (10 მამასახლისი)
- კელმენის რაიონის თვითმმართველობა (11 მამასახლისი)
- პაკრუის რაიონის თვითმმართველობა (8 მამასახლისი)
- რადვილიშკის რაიონის თვითმმართველობა (14 მამასახლისი)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო