ქვემო გედების ხიდი (რუს. Нижний Лебяжий мост) — მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ უბანში, ერთმანეთთან აკავშირებს საადმირალოსა და საზაფხულო ბაღის კუნძულებს.
აღნიშნული ხიდი მდებარეობს ისტორიული ადგილების ტერიტორიაზე: უშუალოდ მიხაილოვსკის და საზაფხულო ბაღში. უახლოესი მეტრო-სადგური, რომელიც მდებარეობს ხიდთან ახლოს არის „გოსტინი-დვორი“. 1720 და 1733 წლებში ინჟინერმა ჰ. ვან ბოლესმა, სწორედ ამ ადგილას ხის ხიდი ააშენა. ხიდი ოფიციალურად გაიხსნა 1733 წელს. 1760-იანი წლებისთვის შეიცვალა ხიდი. ახალი ქვის ხიდი აშენდა 1835-1837 წლებში (ინჟინრები: პ. პ. ბეზენი, ა. დ. გოტმანი, ა ი. რემიზოვი). მშენებლობის დროს გამოყენებული იქნა გრანიტი და კირქვა. 1849 წელს გადაკეთდა ხიდის თაღი. ბოლო რეკონსტრუქცია ხიდს 1924-1926 წლებში ჩაუტარდა. სწორედ ამ პერიოდში, ხიდის იერსახე შეიცვალა მონოლითური გრანიტის სახით მოპირკეთებული ელიფტიკური კამარით (პროექტის ინჟინრები: ბ. დ. ვასილიევი, ა. ლ. სოლარევა). ხიდის მშენებლობის დროს, შენარჩუნებული და დაცული იქნა მისი ექსტერიერი და მოაჯირები. ხიდის სიგრძე შეადგენს 23,9 მეტრს, სიგანე კი 19,9 მეტრს.
XVIII-XIX საუკუნეებში გედების ხიდი ატარებდა ცარიცინსკის სახელს. აღნიშნული სახელი, მომდინარეობდა იქვე მდებარე ცარიცის მდელოდან. ქვემო გედების ხიდის ზემოთ არის ზემო გედების ხიდიც. ორივე ხიდი გამოირჩევა დახვეწილი და გამორჩეული დიზაინით.
ლიტერატურა
- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 449. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 314. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 85. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში