მისი ყოვლადუწმინდესობა ფოტიოსი (ბერძ. Φώτιος Β; ერისკაცობაში — დიმიტრიოს მანიატისი, ბერძ. Δημήτριος Μανιάτης; დ. 1874, ბიუიუქადა, ოსმალეთის იმპერია — გ. 2 ოქტომბერი, 1935, სტამბოლი, თურქეთი) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1929–1935 წლებში.
ბიოგრაფია
ფოტიოს II 1902 წელს დიაკვანი, 1909 წელს მღვდელი, ხოლო 1915 წელს ეპისკოპოსი გახდა. 1929 წელს მან მსოფლიო პატრიარქის წოდება მიიღო. მისი პატრიარქობის პერიოდში თურქეთსა და საბერძნეთს ერთმანეთთან დადებითი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.
რესურსები ინტერნეტში