ფლუმინენსე (პორტ.Fluminense Football Club) — ბრაზილიურისაფეხბურთო კლუბი ქალაქ რიო-დე-ჟანეიროდან. ჩამოყალიბდა 1902 წლის 21 ივლისს. ასპარეზობს კარიოკას ჩემპიონატსა და ბრაზილიის სერია A-ში.[2][3] ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბად. არის ბრაზილიის ყველაზე ტიტულოვან და პოპულარულ კლუბთა ორგანიზაციის — „ცამეტთა კლუბის“ (პორტ.Clube dos Treze, Clube dos 13) თანადამფუძნებელი. „ფლამენგოს“, „ბოტაფოგოსა“ და „ვასკო და გამასთან“ ერთად შედის რიო-დე-ჟანეიროს შტატის საფეხბურთო გრანდების ოთხეულში. Ibope-ს და Datafolha-ს კვლევითი ინსტიტუტების მიერ 2004 და 2006 წლებში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით რიო-დე-ჟანეიროს შტატის ფეხბურთის მოყვარულთა შორის „ფლუმინენსეს“ ქომაგთა რიცხვი იმ დროისთვის ორი მილიონ ორასი ათას გულშემატკივარს ითვლიდა, ხოლო მთელი ბრაზილიის მასშტაბით და აგრეთვე, სხვა ქვეყნებში მაცხოვრებელ კლუბის ქომაგთა ჩათვლით მათი რაოდენობა 9 მილიონს აღწევდა.[4]
↑Fluminense fiesta · For some football fans in Brazil there's been more than a fifth world title to celebrate as Fluminense, Rio De Janeiro's oldest club, are 100 years old. (22 აგვისტო, 2002). BBC Sport. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2019.
↑Time de preferência dos brasileiros. No Rio de Janeiro, o Flamengo obtém 43%, ficando bem à frente de Vasco (16%), Fluminense (10%) e Botafogo (7%). წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი, 2020.