ფეისალი ბინ აბდულაზიზ ალ საუდი (არაბ. فيصل بن عبدالعزيز آل سعود Fayṣal ibn ‘Abd al-‘Azīz Āl Su‘ūd; დ. აპრილი, 1906[1] — გ. 25 მარტი, 1975) — საუდის არაბეთის მეფე 1964-1975 წლებში. როგორც მეფეს მას წვლილი მიუძღვის ქვეყნის ფინანსურ განვითარებასა და რეფორმების გატარებაში. მისი საგარეო კურსი იყო პანისლამიზმი, ანტიკომუნიზმი და პალესტინური ნაციონალიზმის მხარდაჭერა.[2][3] მან მოახერხა სამეფოს ბიუროკრატიული სტაბილურობის მიღწევა და საუდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. .[4] 1975 წელს ის მოკლა მისმა ძმისწულმა ფეისალ ბინ მუსაიდმა.
სქოლიო