ტრანსვაალის რესპუბლიკა (ოფიციალურად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა; ნიდერლ. Zuid-Afrikaansche Republiek, ან ZAR), ბურების დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში სამხრეთი აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ის მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც დღეისთვის წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რეგიონ ტრანსვაალს. ის დაარსდა 1852 წელს და დამოუკიდებელი იყო 1856 - 1877 წლებში, შემდგომ 1881 - 1900 წლებში ბურების პირველი ომის შემდეგ ისევ მოიპოვა დამოუკიდებლოდა. 1902 წელს ვერენინგის ხელშეკრულებით მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ტრანსვაალის კოლონია.
1900 წელს ბურების მეორე ომის შემდგომ ტრანსვაალის რესპუბლიკის ანექსია მოახდინა ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ. 1910 წელს ის გახდა სამხრეთ აფრიკის კავშირის პროვინცია.
ტრანსვაალის პირველი პრეზიდენტი 1857 წელს აირჩიეს, ის იყო მარტინუს ვესელ პრეტორიუსი, ვორტრეკერების (ჰოლანდიელი ემიგრანტები რომლებმაც დატოვეს ბრიტანელების მიერ ანექსირბული სამხრეთი აფრიკის კოლონია) ცნობილი ლიდერის ანდრის პრეტორიუსის შვილი, რომელიც ბურებს სისხლიან მდინარესთან ბრძოლაში ხელმძღვანელობდა.
დედაქალაქი შეიქმნა პრეტორია რომელიც 1855 წელს იყო დაარსებული. მცირე ხნით პოტჩეფსტრუმი წარმოადგენდა მთავრობის სხდომების ადგილს. ფოლკსრაადს (პარლამენტი) ჰყავდა 24 წევრი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში