ტონგატაპუს ოლქი (ინგლ. Tongatapu) — ერთ-ერთი ტონგის 5 ოლქიდან,, რომელიც მდებარეობს ტონგატაპუს კუნძულების ჯგუფში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა შეადგენს 75 416[1] ადამიანს. ფართობი — 75 კმ². ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი — ქვეყნის დედაქალაქი ნუკუალოფა (24 300 ადამიანი) მდებარეობს ოლქში უდიდეს კუნძულ ტონგატაპუზე. მის გარდა ოლქში ასევე შედის ბევრი მომცრო კუნძული. ტონგატაპუ — ყველაზე დიდი ოლქია ტონგაში ყველა სამი პარამეტრის (ფართობი, მოსახლეობა და მისი სიმჭიდროვე) მიხედვით.
ტონგატაპუს ოლქის შემადგენლობაში შედის 7 რაიონი: კოლოფოოუ, კოლომოტუა, ვაინი, ტატაკამოტონგა, ლაპაჰა, ნუკუნუკუ და კოლოვაი.
სქოლიო