ტეტრაჰიდროფურანი — ორგანული ნივთიერება ფორმულით (CH2)4O. მიეკუთნება როგორც ჰეტეროციკლურ ნაერთებს, ისე ციკლური ეთერების ჯგუფს. არის უფერო, წყალში უხსნადი, არაბლანტი სითხე. აქვს ეთერების მსგავსი სუნი.
წარმოება
საშუალოდ 200 000 ტონა ტეტრაჰიდროფურანი იწარმოება ყოველწლიურად[1]. ძირითადად იღებენ მჟავური კატალიზით 1,4-ბუტანდიოლის დეჰიდრატაციით. ეს რეაქცია დიეთილის ეთერისაგან ეთანოლის წარმოების მსგავსია.
ტეტრაჰიდროფურანს მეორენაირად იღებენ ფურანის ჰიდრირებით[2][3].
უსაფრთხოება
ტეტრაჰიდროფურანი არის ფეთქებადი ნივთიერება. განსაკუთრებით ფეთქებადია მისი ფეროქსიდი ჰაერზე.
ამ პრობლემის შესამცირებლად იყენებენ ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუოლს.
სქოლიო
- ↑ Karas, Lawrence; Piel, W. J. (2004). „Ethers“. Kirk‑Othmer Encyclopedia of Chemical Technology. John Wiley & Sons.
- ↑ Morrison, Robert Thornton; Boyd, Robert Neilson (1972) Organic Chemistry, 2nd, Allyn and Bacon, გვ. 569.
- ↑ Starr, Donald; Hixon, R. M. (1943). "Tetrahydrofuran". Organic Syntheses.; Collective Volume, 2, p. 566