ეთანოლი, ეთილის სპირტი — ორგანული ნივთიერება. მიეკუთნება სპირტების ჯგუფს. არის მარტივი, ერთატომიანი სპირტი. ქიმიური ფორმულა C2H6O, ზოგჯერ გამოსახავენ როგორც CH3−CH2−OH ან C2H5 OH(რათა ეთანოლის მოლეკულაში სპირტის ფუნქციონალური ჯგუფი უკეთ შესამჩნევი იყოს). ეთანოლი არის აქროლადი, ცეცხლსაშიში, თხევადი და ფსიქოაქტიური ნივთიერება. მას შეიცავს ყველა ალკოჰოლური სასმელი. არის სპირტული დუღილის მთავარი პროდუქტი, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმების საშუალებით.
გამოყენება
ეთანოლს აქვს ფართო გამოყენება. ყველაზე მეტად მას იყენებენ ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად, ასევე, გამოიყენება გამხსნელად ქიმიაში, მედიცინაში მეთანოლის ანტიდოტად[5] და ეთილენგლიკოლით მოწამვლის დროს[6], ფარმაკოლოგიაში, დეზინფექციისთვის (რადგან აქვს ბაქტერიოციდული თვისება), სარაკეტო საწვავად და ასე შემდეგ. წარმოადგენს ალტერნატიულ საწვავს.
წარმოება
ეთილენის ჰიდრატაცია
მჟავური კატალიზატორის თანაობით ხდება წყლის მიერთება, კატალიზატორად გამოყენებულია ფოსფორმჟავა[7]:
C2H2 + H2O → CH3CH2OH
სხვაგვარად ჯერ ეთანოლი შედის რეაქციაში კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან და მიიღება ეთილის სულფატი, შემდეგ ხდება ეთილის სულფატის ჰიდრატაცია და მიიღება ეთანოლი და გოგირდმჟავ (გოგირდმჟავა ამ რეაქციაში გამოყენებულია როგორც კატალიზატორი)[8].
C2H2 + H2SO4 → CH3CH2SO4H
CH3CH2SO4H + H2O → CH3CH2OH + H2SO4
ფერმენტაცია
ფერმენტაციით მიიღება ალკოჰოლური სასმელები როგორიცაა, მაგალითად, ღვინო. საწყისი პროდუქტებია მონოსაქარიდი გლუკოზა და დისაქარიდი საქაროზა(ჩვეულებრივი შაქარი):
რეაქციები
ესტერიფიკაცია
რეაქცია, რომლის მთავავრი პროდუქტებია კარბონმჟავები და სპირტები რეაქციის შედეგად ისინი წარმოქმნიან რთულ ეთერებს ანუ ესტერებს და გამოიყოფა წყალი.
RCOOH + HOCH2CH3 → RCOOCH2CH3 + H2O
ესტერებს ფართო გამოყენება აქვთ გამაგრილებელ სასმელებში, ისინი წარმოადგენენ ხილის ესენციებს. სპირტის ან კარბონმჟავის კომბინაციის შეცვლით მიიღება ხილის განსხვავებული არომატი.
დეჰიდრატაცია
ეთანოლის შიგამოლეკულური დეჰიდრატაცია მიმდინარებს მაღალ ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურის შემთხვევაში მიიღება დიეთილის ეტერი. საბოლოო პროდუქტი არის ეთილენი და გამოიყოფა წყალი:[9]
CH3CH2OH → H2C=CH2 + H2O
იგივე რეაქციის შედეგად, ოღონდ დაბალი ტემპერატურის პირობებში წარმოიქმნება დიეთილის ეთერი და გამოიყოფა წყალი:
↑Ballinger P, Long FA (1960). „Acid Ionization Constants of Alcohols. II. Acidities of Some Substituted Methanols and Related Compounds1,2“. Journal of the American Chemical Society. 82 (4): 795–798. doi:10.1021/ja01489a008.
↑Arnett EM, Venkatasubramaniam KG (1983). „Thermochemical acidities in three superbase systems“. J. Org. Chem. 48 (10): 1569–1578. doi:10.1021/jo00158a001.