ტელჩი (ჩეხ. Telč, გერმ. Teltsch) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამხრეთ მორავიაში. დაარსდა XIII საუკუნეში, როგორც საწყლოსნო ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობდა ბოჰემიის, მორავიისა და ავსტრიის გადატვირთულ სავაჭრო გზაჯვარედინზე.
გარდა XVII საუკუნის მონუმენტურის რენესანსული სასახლისა და მასთან არსებული ინგლისური სტილის პარკისა, ტელჩის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა ქალაქის მოედანი - გრძელი ურბანული მოედნის უნიკალური კომპლექსი საუკეთესოდ დაცული რენესანსული და ბაროკოს სახლებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ფროტონებითა და პასაჟებით. 1992 წელს, ყოველივე ეს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ქალაქის გოტიკური ციხესიმაგრე XIV საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა. XV საუკუნის ბოლოს, ციხე გაძლიერდა, დაემატა ახალი ჭიშკარი და კოშკი. XVI საუკუნის შუა წლებში, ციხესიმაგრე რენესანსის სტილში გადაკეთდა.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ https://www.telc.eu/data/userfiles/files/TL/2021/TL202103.pdf