რეგიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი პეტროგლიფები, რომლებიც მიუთითებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივ ისტორიაზე.
მოგვიანებით, ესპანეთის კოლონიზაციამდე, რეგიონი შედიოდა ინკების იმპერიის შემადგენლობაში. 1879 წელს ჩილე პერუსა და ბოლივიის წინააღმდეგ ომში ჩაება.[1]. ეს ომი წყნარი ოკეანის მეორე ომის სახელითაა ცნობილი. ომი ძირითადად რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროისთვის პერუს შემადგენლობაში იყო. 1883 წლის 20 ოქტომბერს ანკონაში (ლიმის ახლოს) ხელმოწერილი ზავის მიხედვით ჩილეს გადაეცა პერუს პროვინცია ტარაპაკა სამუდამოდ, ტაკნა და არიკა კი 10 წლით.[2]