Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

სუში

სუში
ალტერნატიული
სახელები
すし, 寿司, 鮨, 鮓
რიგითობა მადისაღმძვრელი, მთავარი კერძი
წარმოშობის ადგილი იაპონია
რეგიონი აღმოსავლეთი აზია
ასოცირებული ეროვნული სამზარეულო იაპონური სამზარეულო
ტემპერატურა სერვირების დროს ცივი
მთავარი
ინგრედიენტები
ბრინჯი
ძირითადი
შემადგენლობა
ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული კულტურები
სუშის ასორტი

სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) — ტრადიციული იაპონური სამზარეულოს კერძი; ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული კულტურები. იაპონიის გარეთ, სუში არასწორად აღიქმევა, როგორც თვით უმი თევზის, ან სხვა სახის უმი ზღვის პროდუქტის კერძი. იაპონიაში, ცალკე დაჭრილს უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის განსხვავდება სუშისგან, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი, და არა ბრინჯი. თვით სიტყვა სუში მოდის სიტყვის არქაული გრამატიკული ფორმიდან, რომელიც სხვა კონტექსტში აღარ იხმარება. სუშის პირდაპირი მნიშვნელობაა „მჟავეა“.

არსებობს სხვადასხვა სახის სუში: ნორიში (ხმელი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფურცელი) გახვეული სუში, სახელად მაკიზუში (იაპონ. 巻き); სუში თავსახურით, რომელიც ბრინჯის გუნდაზეა დახურული, სახელად ნიგირიზუში (にぎり); სუშის ზედა ნაწილი დატენილი შემწვარი ტოფუს პარკში, სახელად ინარიზუში; და სუშის ზედა ნაწილი მოყრილი ბრინჯზე თასში, სახელად ჩირაში-ზუში (ちらし).

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya