სომბატჰეი (უნგრ. Szombathely) — უნგრეთის სიდიდით მე-10 ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ავსტრიის საზღვრის სიახლოვეს. წარმოადგენს ვაშის მედიეს ადმინისტრაციულ ცენტრს. სომბატჰეი უნგრეთის უძველესი ქალაქია. აქ დაიბადა წმინდა მარტინე ტურელი.
სახელი მომდინარეობს უნგრული სიტყებიდან „szombat“ (შაბათი) და „hely“ (ადგილი), რაც მის საბაზრო ქალაქის ფუნქციებზე მიუთითებს. სწორედ შაბათობით იმართებოდა შუა საუკუნეების ბაზრობები.
სომბატჰეი უნგრეთის უძველესი წერილობით დადასტურებული ქალაქია. იგი ახ. წ. 45 წელს რომაელებმა დააარსეს სახელით კოლონია-კლაუდია-სავარიენსუმი და ის წარმოადგენდა რომის პროვინციის — ზემო პანონიის დედაქალაქს.
დაძმობილებული ქალაქები
სომბატჰეისთან დაძმობილებული ქალაქებია:
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ Nemény András: Összefogás és csapatmunka eredményezett sikert Szombathelyen // Híradó — 2019.
- ↑ Magyarország helységnévtára, Detailed Gazetteer of Hungary — KSH, 2024.
- ↑ Hungarian National Namespace — 2019.