სერპიკო (ინგლ. Serpico) — 1973 წლის ამერიკული კრიმინალური ფილმი, რომლის შინაარსი დაფუძნებულია ნიუ-იორკის პოლიციელის, ფრენკ სერპიკოს ნამდვილ ისტორიაზე. ფილმში ასახულია პოლიციაში გამეფებული კორუფცია. ფილმში მონაწილეობენ ალ პაჩინო, ჯონ რენდოლფი, ტონი რობერტსი, ბერნანდ ბაროუ და სხვ. ალ პაჩინომ შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დრამაში.
რესურსები ინტერნეტში