სატრანსფერო ფანჯარა — პერიოდი, როდესაც საფეხბურთო კლუბებს შეუძლიათ განახორციელონ ტრანსფერები, ანუ გაიფორმონ სხვა კლუბების მოთამაშეები.
ფიფა-ს რეგლამენტის მიხედვით, სატრანსფერო ფანჯრის ხანგრძლივობა ეროვნული ჩემპიონატის გუნდებისთვის ეროვნულ საფეხბურთო ფედერაციას შეუძლია განსაზღვროს, მაგრამ ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები: კალენდარული წლის განმავლობაში სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ ორჯერ შეიძლება გაიხსნას, აქედან პირველი უნდა დაიწყოს საფეხბურთო სეზონის დამთავრების შემდეგ და არ შეიძლება გრძელდებოდეს 12 კვირაზე მეტ ხანს, ხოლო მეორე სატრანსფერო ფანჯარა უნდა გაიხსნას საფეხბურთო სეზონის შუაში და არ შეიძლება ოთხ კვირაზე უფრო დიდ ხანს მიმდინარეობდეს.
სატრანსფერო ფანჯარა ზღუდავს კლუბების მიერ ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების პერიოდს, მოთამაშის გასხვისებისას კი არ არის აუცილებელი კლუბის ეროვნული ფედერაციის სატრანსფერო ფანჯარა ღია იყოს.
ისტორია
პირველი სატრანსფერო სისტემა გაჩნდა ინგლისში. 1885 წლეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბები ვალდებულები გახდნენ დაერეგისტრირებინათ თავიანთი მოთამაშეები ტურნირებზე მონაწილეობისთვის.
1990-იან წლებამდე მოქმედებდა ძველი წესები, რომლის თანახმადაც ნებისმიერ კლუბს შეეძლო დაებლოკა საკუთარი ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელსაც უმთავრდებოდა კონტრაქტი,რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსი რეალურად არ არსებობდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა, ჟან–მარკ ბოსმანმა გააპროტესტა ეს ფაქტი, რადგან თვითონ შეეჯახა ამ დაბრკოლებას ბელგიური „ლიეჟიდან“ ფრანგულ „დიუნკერში“ გადასვლისას. ბოსმანმა ევროპის სასამართლოში უჩივლა ბელგიურ გუნდს და მოიგო დავა, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით ადამიანისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვა კონტრაქტის დასრულების შემდეგ ან სამაგიეროდ კომპენსციის მოთხოვნა არაკანონიერია.
ბოსმანის საქმე გახდა თანამედროვე სატრანსფერო ფანჯრის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 2002 წლის სექტემბერში უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება კონტინენტალური სატრანსფერო სისტემა შეექმნა. ფიფა-მ ასევე მიიღო დადაგენილებები, რომელბმაც განსაზღვრეს აკრძალვები.
სატრანსფერო ფანჯრის ხანგრძლივოდა ზოგიერთ ჩემპიონატში
პირველი სატრანსფერო ფანჯარა
|
მეორე სატრანსფერო ფანჯარა
|
ფეხბურთის ფედერაცია
|
7 იანვარი – 31 მარტი
|
10 ივლისი – 6 აგვისტო
|
საქართველო
|
1 იანვარი – 31 მარტი
|
15 ივლისი – 15 აგვისტო
|
ნორვეგია[1]
|
1 იანვარი – 31 მარტი
|
14 ივლისი – 13 აგვისტო
|
ბრაზილია[2]
|
6 იანვარი – 31 მარტი
|
21 ივლისი – 18 აგვისტო
|
იაპონია[3]
|
8 იანვარი – 31 მარტი
|
15 ივლისი – 11 აგვსიტო
|
შვედეთი[4]
|
14 თებერვალი – 8 მაისი
|
10 ივლისი – 9 აგვისტო
|
აშშ და კანადა[5]
|
1 მარტი – 30 აპრილი
|
1–31 აგვისტო
|
ფინეთი[6]
|
1 ივნისი – 31 აგვისტო
|
1 იანვარი – 2 თებერვალი
|
საფრანგეთი,[7] გერმანია, [8] იტალია და[9] ესპანეთი[10]
|
9 ივნისი – 31 აგვისტო
|
1–31 იანვარი
|
ინგლისი[11][12]
|
9 ივნისი – 1 სექტემბერი
|
1 იანვარი – 1 თებერვალი
|
შოტლანდია[13]
|
11 ივნისი – 1 სექტემბერი
|
5–31 იანვარი
|
თურქეთი და [14] დანია[15]
|
11 ივნისი – 2 სექტემბერი
|
3–31 იანვარი
|
ნიდერლანდები[16]
|
16 ივნისი – 8 სექტემბერი
|
25 იანვარი – 22 თებერვალი
|
ბულგარეთი და რუმინეთი[17]
|
17 ივნისი – 6 სექტემბერი
|
28 იანვარი – 28 თებერვალი
|
რუსეთი[18]
|
27 ივლისი – 18 ოქტომბერი
|
4 იანვარი – 2 თებერვალი
|
ავსტრალია[19]
|
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
სქოლიო