ვირჯილ ვან დეიკი
ვან დეიკი ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში, 2016 წელს |
პირადი მონაცემები |
---|
სრული სახელი |
ვირჯილ ვან დეიკი[1] |
---|
დაბადების თარიღი |
8 ივლისი, 1991 (1991-07-08) (33 წლის)[2] |
---|
დაბადების ადგილი |
ბრედა, ნიდერლანდები |
---|
სიმაღლე |
195 სმ[3] |
---|
სათამაშო პოზიცია |
ცენტრალური მცველი |
---|
საკლუბო ინფორმაცია |
---|
მიმდინარე კლუბი |
ლივერპული |
---|
ნომერი |
4 |
---|
ახალგაზრდული კარიერა |
---|
2009–2010 |
ვილლემ II |
---|
20102–011 |
გრონინგენი |
---|
პროფესიონალური კარიერა* |
---|
წლები |
გუნდი |
მატჩი |
(გოლი) |
---|
2011–2013 |
გრონინგენი |
62 |
(7) |
---|
2013–2015 |
სელტიკი |
76 |
(9) |
---|
2015–2018 |
საუთჰემპტონი |
67 |
(4) |
---|
2018– |
ლივერპული |
197 |
(18) |
---|
ეროვნული ნაკრები‡ |
---|
2015– |
ნიდერლანდები |
68 |
(9) |
---|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ივნისი, 2024 |
ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლ. Virgil van Dijk; დ. 8 ივლისი, 1991, ბრედა, ნიდერლანდები ) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, „ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად.[4][5]
საკლუბო კარიერა
გრონინგენი
ვან დეიკმა საფეხბურთო კარიერა ნიდერლანდურ „გრონინგენში“ დაიწყო. მან თავის გამოჩენა თავის სადებიუტო სეზონშივე მოახერხა. 2013 წელს „გრონინგენმა“ მის სანაცვლოდ უამრავი შეთავაზება მიიღო ერედივიზიის ისეთი კლუბებისგან, როგორებიცაა „აიაქსი“, „ფეიენოორდი“ და „პსვ ეინდჰოვენი“. თუმცა ვირჯილმა კარიერის გაგრძელება შოტლანდიაში ამჯობინა.
სელტიკი
2013 წელს ვირჯილი სათამაშოდ გლაზგოს „სელტიკში“, 2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. შოტლანდიური კლუბის რიგებში მან შეძლო მაღალ დონეზე თამაში, ორივე სეზონში 2-ჯერ მოახერხა შიდა ჩემპიონატისა და ლიგის თასის მოგება. ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად კი ორჯერ მოხვდა შოტლანდიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში.
საუთჰემპტონი
2015 წელს ვირჯილმა ინგლისური „საუთჰემპტონის“ ყურადღება მიიქცია და 13 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა ხსენებულ გუნდში. 2017 წელს აირჩიეს გუნდის კაპიტნად. ვან დეიკმა პრემიერ ლიგაში ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მალევე მის ხელში ჩასაგდებად კონკურენცია დაიწყო ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებს შორის.
ლივერპული
2018 წლის იანვარში ვან დეიკი „ლივერპულის“ რიგებს შეუერთდა. მერსესაიდულმა გუნდს ნიდერლანდელის ტრანსფერი „საუთჰემპტონს“ 75 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, რის შემდეგაც ვირჯილი გახდა ყველაზე ძვირადღირებული მცველი ფეხბურთის ისტორიაში. 2017–18 წლების სეზონში მისი დახმარებით „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში სავალალო მდგომარეობიდან გამოსვლა და ტურნირის მე-4 ადგილზე დასრულება მოახერხა, ასევე შეძლო 11 წლიანი პაუზის შემდეგ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, თუმცა მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. 2018–19 წლების სეზონში კი ვან დეიკი მისი დამაჯერებელი თამაშის გამო დაასახელეს პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, ამავე წლის 1 ივნისს, კლუბმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება იზეიმა. რამდენიმე თვეში, ვირჯილი დასახელდა უეფა-ს წლის საუკეთესო მოთამაშედ. 2019–20 წლების სეზონში ლივერპულმა სწორედ ვან დეიკის დახმარებით 30 წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული.
სანაკრებო კარიერა
ვირჯილს ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2015 წლის 10 ოქტომბერს, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰქონდა. 2018 წლის მარტში, ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა რონალდ კუმანი, რომელმაც კაპიტნის სამკლაური სწორედ ვან დეიკს ჩააბარა.[6] ნაკრებში ასპარეზობის პერიოდში ვირჯილმა ისეთი გუნდების წინააღმდეგ შეძლო გოლების გატანა, როგორებიცაა გერმანია და პორტუგალია.
სანაკრებო სტატისტიკა
- განახლდა: 10 ივნისი, 2024
ეროვნული ნაკრები |
წელი |
მატჩი |
გოლი
|
ნიდერლანდები
|
2015 |
3 |
0
|
2016 |
9 |
0
|
2017 |
4 |
0
|
2018 |
8 |
3
|
2019 |
9 |
1
|
2020 |
5 |
0
|
2021 |
6 |
1
|
2022 |
10 |
1
|
2023 |
10 |
1
|
2024 |
4 |
2
|
ჯამში |
68 |
9
|
მიღწევები
საკლუბო
სელტიკი: (3)
ლივერპული: (8)
სანაკრებო
ნიდერლანდები;
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო