სანამ თოვს — ფარნა-ბექა ჩილაშვილის 2012 წლის მოთხრობების კრებული.
ანოტაცია
კრებული „სანამ თოვს“[1] გამოიცა 2012 წელს, თბილისში, გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ.
კრებულში შესულია მწერლის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი მოთხრობა „ბოლო სურვილი“, სხვა მოთხრობები კი ნათარგმნია თურქული ენიდან ზურაბ ბატიაშვილის (დარუჯანაშვილის), ელისაბედ ბჟალავას, ლელა დადიანის, თამარ თევდორაძის, ნანა კაჭარავას, ციცო კაიკაცაშვილის, ნანა ჯანაშიას მიერ.
შინაარსი
- ბოლო სურვილი (დაწერილია ქართულად )
- ასიეს თეთრი ცხენები
- ბებიაჩემის მოგზაურობა სტამბოლში
- ფოტოსურათების მოთხრობები I
- ფოტოსურათების მოთხრობები II
- გადაღმა მცხოვრები გოგონა
- დედაჩემის ჯადოსნური ჯინები
- გულ-ჯემალი
- დამსხვრეული შუშის დღე[2]
- დამტოვე შორს
- დიდი ნადირობა ირემზე
- თოვლის დედოფალი
- მარტოსული
- მგლები
- მეფე სოლომონი
- მოხუცი კაცის სიკვდილი
- მსხლის ხის ჩრდილი
- რა იცოდა მამაჩემმა
- სანამ თოვს
- ღვთის მხურვალე ხელი
- ჩემი სახელი
- წისქვილისკენ მიმავალი გზა
- უკვე ძალიან გვიანია
- სექტემბრამდე და სექტემბრის შემდეგ
- უჩინმაჩინი
- გულისტკივილის წამი
შეფასება
ცნობილმა ქართველმა პოეტმა ბელა ჩეკურიშვილმა ასე შეაფასა ფარნა-ბექა ჩილაშვილის ეს მოთხრობები:
|
„მიუხედავად წიგნის კულტურული მნიშვნელობისა, მწერალმა სიტყვით უნდა მოგაწონოს მაინც თავი. პირველივე მოთხრობაში, სწორედ იმაში, ქართულ ენაზე რომ დაიწერა და რომელიც მხოლოდ დიალოგებზეა აგებული, ვიგრძენი ის სიხარული, კარგი ტექსტის წაკითხვას რომ მოაქვს: მოთხრობა „ბოლო სურვილი“ ახალგაზრდა კაცისა და ზღვის პირას თოკით მიბმული ნავის დიალოგს წარმოადგენს. დიდხანს ვერ ხვდებით, ვის ელაპარაკება ახალგაზრდა შეყვარებული, ერთხანს ეს მოსაუბრეც ადამიანი გგონიათ, მერე – ზღვა, მერე ფიქრობთ, რომ შეიძლება საზღვარიც იყოს, სასაზღვრო ზოლი, ანდა, სულაც დროშა. ბოლოს კი აღმოაჩენთ, რომ მოთხრობის მთავარი გმირი არც შეყვარებული ახალგაზრდაა და არც მწერლის სათქმელი ემსახურება რომანტიკული გრძნობების ჩვენებას, და რომ შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ადამიანური ემოციები მწერალმა იმის საჩვენებელ ფონად გამოიყენოს, რასაც ყველაზე უმთავრესი მოთხოვნილება – თავისუფლება ჰქვია, თუნდაც ეს თოკით დაბმული ნავის თავისუფლება იყოს. [3]“
|
|
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო