რომეო და ჯულიეტა

„რომეო და ჯულიეტა“
ინგლ. Romeo and Juliet

1870 წლის ნახატი
ავტორი უილიამ შექსპირი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი ტრაგედია
მედია ნაბეჭდი

რომეო და ჯულიეტა (ინგლ. Romeo and Juliet) — უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია, რომელიც ჰამლეტთან და მაკბეტთან ერთად ყველაზე ხშირად იდგმება მსოფლიოში.

სიუჟეტი

რომეო და ჯულიეტას სიუჟეტი, როგორც ახალგაზრდა შეყვარებულების ტრაგიკული ბედი, რომელთა ოჯახებს მტრობა აქვთ , სხვადასხვა ფორმით ცნობილია ანტიკური პერიოდიდან. (ოვიდიუსის მეტამორფოზები და სხვ.)

შექსპირის პიესაში მოქმედემა ხდება ვერონაში. ტრაგედიაში მოთხრობილია ორი ახალგაზრდა შეყვარებულის ისტორია, რომლებიც იღუპებიან მათი ოჯახების საგვარეულო მტრობის გამო. რომეო (მონტეგი) და ჯულიეტა (კაპულეტი) საიდუმლოდ დაიწერენ ჯვარს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ რომეოს შემოაკვდება კაპულეტების ნათესავი ტიბალტი. ამის შემდეგ რომეოს აძევებენ ვერონიდან, ხოლო ჯულიეტას მამა გადაწყვეტს ქალიშვილი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიათხოვოს პარისს. ჯულიეტა სვამს ძილის წამალს რათა ის მკვდარი ეგონოთ, მაგრამ რომეოს, რომელმაც არაფერი იცის ამ ოინის შესახებ, ის ნამდვილად მკვდარი გონია, ის საწამლავით თავს იკლავს მის საფლავზე. გამოფხიზლებული ჯულიეტაც იკლავს თავს, როცა შეხედავს მკვდარ რომეოს. მოხუცი მშობლები მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ დაამთავრონ უაზრო ქიშპი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!