ორკეტა (ესპ. Horqueta) — ქალაქი პარაგვაიში, კონსეფსიონის დეპარტამენტში. მდებარეობს ქალაქ კონსეფსიონიდან 50 კმ-ის და ასუნსიონიდან 428 კმ-ის დაშორებით. გაშენებულია ბორცვზე.
დაარსდა 1793 წელს და ის პირველი ქალაქი იყო ქვეყანაში, რომელსაც საფეხმავლო ქუჩები გააჩნდა.
2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 55 882 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 28 936 კაცია და 26 947 ქალი. ეკონომიკური საქმიანობის მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა.
ზაფხულში ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულს 40°C-ს აღწევს, ზამთარში კი -2°C-მდე ეცემა. საშუალო წლიური ტემპერატურა 20°C-ია.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში