ოკუმარე-დელ-ტუი (ესპ. Ocumare del Tuy) — ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, მირანდას შტატის შემადგენლობაში. მდებარეობს ტუის ხეობაში, ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 166 112 კაცს.
მისი ტერიტორია ოკუპირებული იყო კოლუმბამდელი ტომებით. კოლონიურ პერიოდში აქ მრავლად იყო კაკაოს ნარგავები.
ოკუმარე-დელ-ტუი დაარსდა 1693 წელს.[1] 1810 წლისათვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 4692 კაცს.[2]
იმ პერიოდში დასახლებული იყო მონებითა და ესპანეთიდან და კანარის კუნძულებიდან ჩამოყვანილი ხალხით.
ხუან ვისენტე გომესის პერიოდში, კერძოდ, 1904 წლიდან 1927-მდე ოკუმარე-დელ-ტუი იყო მირანდის შტატის დედაქალაქი.
შემორჩენილია ძველი ქალაქის შენობები: ბოლივარ პლასა, ძველი ეკლესიები და სხვ.
2008 წლიდან ქალაქის მერია ხულიო სეზარ მარკანო.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Ferry, Robert: The colonial elite of early Caracas: formation and crisis, 1567-1767.
- ↑ Hernández González, Manuel: Los Canarios en la Venezuela Colonial. 1670-1810. Pág 224