მუნრეიკერი (ინგ.: Moonraker) (1977) — მეთერთმეტე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ და რიგით მეოთხე ფილმი ამ სერიალიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როჯერ მურმა.
ფილმის რეჟისორია ლუის გილბერტი. ფილმში ბონდი გაგზავნილია კოსმოსური შატლის დაკარგვის გამოსაძიებლად, რაც მას მიიყვანს მილიონერ ჰიუგო დრაქსთან, შატლების მწარმოებელი კომპანიის მფლობელთან. აგენტ ჰოლი გუდჰედის დახმარებით ბონდი იძიებს ამ საქმეს, მოგზაურობს ვენეციაში, რიო დე ჟანეიროში და ამაზონის ტყეებში, ბოლოს კი - კოსმოსში.
მუნრეიკერი მისი ავტორის, იენ ფლემინგის ჩანაფიქრით, ჯერ კიდევ 1954 წელს უნდა ქცეულიყო კინოფილმად. პროდიუსერებს ფილმის გამოშვება სურდათ 1973 წელს, როდესაც როჯერ მურმა პირველად შეასრულა ბონდის როლი.
მიუხედავად მრავალი ნეგატიური შეფასებისა, ’’ოქროსთვალი’’ს გამოსვლამდე, ეს იყო ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ბონდის სერიებიდან. შემოსულმა თანხამ შეადგინა 210.300.000 დოლარი მსოფლიო მასშტაბით.
მუსიკა
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| EON Productions-ის ოფიციალური ფილმები |
|
---|
| არაოფიციალური ბონდიანა | |
---|
|