მოსტი (ჩეხ. Most) — ქალაქი ჩეხეთში, უსტი-ნად-ლაბემის მხარის მოსტის რაიონში. მდებარეობს ჩეხეთის ცენტრალურ მთებსა და ორეს მთებს შორის, პრაღიდან დაახლოებით 77 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ბილინის გასწვრივ.
სახელი „მოსტი“ ჩეხურად ხიდს ნიშნავს და იგი სწორედ იმ ხიდების სისტემისგან ეწოდა, რომლებიც X საუკუნეში ამ არეალში ჭაობებზე იყო გადებული.
ქალაქი X საუკუნეში, პრაღა-ფრაიბურგის სავაჭრო გზაზე დაარსდა. 1895 წლის მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა შენობები და მოსახლეობა.
1970-იან წლებში ქალაქის მთელი ისტორიული ცენტრი მის ქვეშ აღმოჩენილი ქვანახშირის დიდი ფენის გამო დაანგრიეს (შეიქმნა ქალაქის ახალი ცენტრი). ქალწული მარიამის ამაღლების ეკლესია (1602) ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც ქალაქის ისტორიული ცენტრის დანგრევას გადაურჩა: 1975 წლის შემოდგომაზე ტაძარი სპეციალურად აგებული რელსების გზის მეშვეობით ახალ ადგილას გადაიტანეს (ქვანახშირის ჭრილიდან 840 მეტრის მოშორებით)[3].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო