მონტე-ვერდე – (ესპ.Monte Verde, მწვანე მთა) — არქეოლოგიური ძეგლი სამხრეთ-ცენტრალურ ჩილეში. რომლის ასაკი განისაზღვრება 14,5 ათასი წლით.[1]. ამ თვალსაზრისით, მონტე-ვერდე, თუ მისი დათარიღება სანდოა, წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ამ ტერიტორიაზე პალეოინდიელები გამოჩნდნენ კლოვისის კულტურამდე, როგორც მინიმუმ 1000 წლით ადრე. თავდაპირველად მონტე-ვერდეს აღმოჩენები უარყო მსოფლიოს არქეოლოგიურმა საზოგადოებამ, მაგრამ დროთა განმავლობაში მოიპოვა დიდი აღიარება,[2][3] მიუხედავად იმ ადამიანების მუდმივი კრიტიკისა, ვინც თვლიდა, რომ პირველი ტალღა ამერიკის დასახლებისა დაკავშირებული იყო კლოვისის კულტურასთან[4].