მოიკა (რუს. Мойка) — მდინარე სანქტ-პეტერბურგში, ნევის დელტის ერთ-ერთი განშტოება. სათავეს იღებს მდინარე ფონტანკადან და ჩაედინება მდინარე ნევაში. XVIII საუკუნეში გამოედინა ჭაობიდან, რომელიც მარსის მოედნის მახლობლად მდებარეობდა. 1711 წელს შეუერთდა ფონტანკას. მოედინება სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ ნაწილში. ქალაქის დაარსებამდე მდინარე იჟორულ სახელს ატარებდა, „მუია“ (ბინძური). 1719-1797 წლებში ეწოდებოდა — მია.
რესურსები ინტერნეტში