მიშკოლცი (უნგრ. Miskolc) — მძიმე სამრეწველო ისტორიის მქონე ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთში. 170 000 (2010) მოსახლით, იგი უნგრეთის მეოთხე უდიდესი ქალაქია. წარმოადგენს ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეს დედაქალაქსა და ჩრდილოეთ უნგრეთის რეგიონულ ცენტრს.
გეოგრაფია
ქალაქი გაშენებულია ორი განსხვავებული გეოგრაფიული რეგიონის გასაყარზე — ბიუკის მთების აღმოსავლეთით, მდინარე სლანის ხეობაში, ბუდაპეშტიდან 175 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. 2002 წლის მონაცემებით, ქალაქის ფართობი 236,68 კმ² იყო.
ეკონომიკა
მიშკოლცი საყოველთაოდ განიხილება როგორც სამრწეველო ქალაქი. ეკონომიკის ზრდამ უმაღლეს მაჩვენებელს სოციალისტურ ხანაში, ინდისტრიალიზაციის დროს მიაღწია. თუმცა, მრეწველობას მიშკოლცში მაინც დიდი ისტორია გააჩნია.
დაძმობილებული ქალაქები
- ასანი, სამხრეთი კორეა
- აშაფენბურგი, გერმანია
- ბურგასი, ბულგარეთი
- კლივლენდი, აშშ
- კატოვიცე, პოლონეთი
- კოშიცე , სლოვაკეთი
- ოსტრავა, ჩეხეთი
- ტამპერე, ფინეთი
- ვალანსიენი, საფრანგეთი
- ვოლოგდა, რუსეთი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო