მეოცე საუკუნე (იტალ. Novecento) — ბერნარდო ბერტოლუჩის 1976 წლის ეპიკური ფილმი.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1900 წლის ზაფხულში, ვერდის გარდაცვალების დღეს იტალიის პროვინცია ემილია-რომანიაში ორი ბავშვი იბადება. ერთი, ოლმო დალკო ღარიბი გლეხის გლეხის ქალისა და უცნობი მამის შვილია, ხოლო მეორე, ალფრედო ბერლიგნერი, მდიდარი მემამულის ერთადერთი მემკვიდრეა. მიუხედავად სოციალური განსხვავებისა, ბავშვები დამეგობრდებიან და მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებენ მეგობრობას. ოლმოსა და ალფრედოს მეგობრობა გამოივლის პირველ მსოფლიო ომს, იტალიაში ფაშისტებისა და ბენიტო მუსოლინის გაბატონებას, მეორე მსოფლიო ომსა და იტალიის გათავისუფლებას. მიუხედავად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებისა, ოლმო და ალფრედო მაინც მეგობრებად რჩებიან სიკვდილამდე.
როლებში
რესურსები ინტერნეტში