მაპუტუს პროვინცია (პორტ. Maputo) — პროვინცია მოზამბიკში.
მაპუტუს პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს გაზის პროვინცია, დასავლეთით გადის მოზამბიკის სახელმწიფო საზღვარი სვაზილენდსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, სამხრეთით — საზღვარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — მაპუტუ.
პროვინციის მთავარი ქალაქი — მატოლა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია იყოფა 7 რაიონად და 2 ოლქად. პროვინციის ფართობი — 25 756 კმ². მოსახლეობა — 1 233 143 ადამიანი (2007).
პროვინციის რაიონები
რესურსები ინტერნეტში