მალასიკი (ოფიციალურად მალასიკის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Malasiqui; ტაგ: Bayan ng Malasiqui) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 130 275 ადამიანს შეადგენს.
მალასიკი მეტწილად სასოფლო-სამეურნეო მუნიციპალიტეტია. ძირითადად მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი და ტროპიკული ბოსტნეული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ხარობს მანგო.
ეტიმოლოგია
მალასიკის სახელწოდება წარმოდგება პანგასინანური სიტყვის ფუძიდან lasi, რაც ელვას ნიშნავს. პრეფიქსი ma მაღალს აღნიშნავს, ხოლო სუფიქსი qui ადგილზე მიანიშნებს. მალასიკი აღნიშნავს „ელვით სავსე ადგილს“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო