ლოგიკური პოზიტივიზმი, იგივე ლოგიკური ემპირიზმი — ფილოსოფიური მიმდინარეობა, ნეოპოზიტივიზმის ნაირსახეობა, რომელიც მის საფუძველსაც წარმოადგენს. მისი მიხედვით, ცოდნა ეფუძნება ლოგიკურ მსჯელობასა და ემპირულ გამოცდილებას. ლოგიკური პოზიტივიზმის მიხედვით, მეცნიერული ცოდნა არის ფაქტობრივი ცოდნის ერთადერთი ფორმა. უწოდებს რა არა მცდარს არამედ უაზროს, ლოგიკური პოზიტივიზმი უარყოფს მეტაფიზიკურ დოქტრინას. რადგან მასში რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, მიზეზობრიობასთან, ღმერთთან, სუბსტანციასთან დაკავშირებით. ლოგიკური პოზიტივიზმის მიხედვით, ეს კითხვები არა არის ნამდვილი.
ლოგიკური პოზიტივიზმი განსხვავდება ემპირიზმისა და პოზიტივიზმის ადრეული ფორმებისაგან და ცოდნის საბოლოო საფუძვლად, ექსპერიმენტულ დადასტურებას მიიჩნევს. მისი მიხედვით საჭიროა მეცნიერული ცოდნის აღნაგობის ლოგიკური ანალიზის გაკეთება, რომლის მიზანია მეცნიერული ცოდნისა და მისი სხვადასხვა მიმართულებების რეორგანიზაცია და ამ სამყაროს ერთიანი სახის მოცემა. ამასთან, ლოგიკა და მათემატიკა განიხილება, როგორც ფორმალური მიმდინარეობები, რომლებიც წარმოადგენენ ანალიზური მტკიცებების ერთობლიობას.