ლეჩე (იტალ. Lecce) — ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, აპულიის რეგიონში, ლეჩეს პროვინციის დედაქალაქი. 2011 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 95 764 ადამიანს შეადგენს. იგი სალენტინის ნახევარკუნძულის მთავარი ქალაქია და მისი ასაკი 2 000 წელს მოითვლის.
ქალაქში ბაროკოს სტილის არქიტექტურის სიმდიდრით გამოირჩევა, რის გამოც მას ზედმეტსახელად „სამხრეთის ფლორენციასაც“ უწოდებენ.[1] მას ასევე ხანგრძლივი ტრადიციული მონათესაობა აქვს ბერძნულ კულტურასტან, რაც სათავეს მისი დაარსებიდან იღებს. ქალაქის დამაარსებელი მესაპები, როგორც ბერძნული ჩანაწერები იუწყება, აცხადებდნენ, რომ ისინი კრეტიდან იყვნენ.[2] ნახევარკუნძულის ერთ-ერთ არელალშო, გრესია-სალენტინოში, რომელიც დასახლებების ჯგუფს მოიცავს და ლეჩეს შორიახლოს მდებარეობს, დღემდე ლაპარაკობენ გრიკოზე — ბერძნული ენის ერთ-ერთ ფორმაზე.
ქალაქის მთავარი საექსპორტო საქონელია „ლეჩეს ქვა“, რომელიც საკმაოდ რბილი და ჭედადია, შესაბამისად სკულპტურებისთვის გამოსადეგი. იგი კირქვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.[3] ამავე დროს, ლეჩე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია, ლიდერობს ზეთისხილი და მევენახეობა. გარდა ამისა, განვითარებულია კერამიკის წარმოებაც.
დაძმობილებული ქალაქები
- მურსია, ესპანეთი, 2002-დან
- სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია, 2005-დან
- ოსტრუვ-ველიკოპოლსკი, პოლონეთი, 2006-დან
- ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო, 2011-დან
- პრაღა, ჩეხეთი, 2011-დან
- მელბურნი, ავსტრალია
- პალერმო, იტალია
- ვალიადოლიდი, ესპანეთი
- ვერონა, იტალია
- ბარანკილია, კოლუმბია
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო