ლეიბორისტული პარტია (ინგლ. Labour Party) — მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია და მმართველი ძალა გაერთიანებულ სამეფოში.
პარტია დაარსდა 1900 წელს, როგორც მუშათა წარმომადგენელთა კომიტეტი. 1906 წლიდან ამჟამინდელი სახელი ჰქვია. 1918 წლის თებერვალში მიღებულ იქნა ლეიბორისტული პარტიის წესდება-კონსტიტუცია. ამავე წლის აგვისტოში მიიღეს პროგრამული დოკუმენტი „შრომა და ახალი სოციალური წყობა“.
პარტიის ორიენტაცია სოციალ-დემოკრატიულია და დაკავშირებულია პროფკავშირების მოძრაობასთან. პირველად მთავრობაში მოვიდა 1924 წელს. 2010-2015 წლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო ედ მილიბენდი, რომელიც 2015 წლის გენერალურ არჩევნებში პარტიის დამარცხების გამო პოსტიდან გადადგა, ხოლო მისი ადგილი ჯერემი კორბინმა დაიკავა. 2024 წლის 4 ივლისს ლეიბორისტულმა პარტიამ, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, დიდი გამარჯვება მოიპოვა გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში, რითაც თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 412 ადგილს დაიკავებენ.[5]
რესურსები ინტერნეტში
- პარტიის ოფიციალური საიტები
სქოლიო