კოჩაბამბა — ქალაქი ცენტრალურ ბოლივიაში. მდებარეობს ანდებში, ამავე სახელწოდების ხეობაში. ქალაქი კოჩაბამბის დეპარტამენტის დედაქალაქი და ბოლივიის სიდიდით მეოთხე ქალაქია. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 608.276 ხოლო მისი მეტროპოლიის 1,000,000 ადამიანს შეადგენს.[2] სახელი მომდინარეობს კეჩუას სიტყვების ნაერთიდან: qucha - ტბა და pampa - ღია ვაკე.[3]
კოჩაბამბამ უმასპინძლა „კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მსოფლიო ხალხთა კონფერენციის“ პირველ სხოდმას.
ქალაქის თანამედროვე ტერიტორიაზე პირველი ესპანური დასახლებები 1542 წელს გაჩნდა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო