კოტე მარჯანიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარჯანიშვილი.
კოტე მარჯანიშვილი
დაბადების სახელი კონსტანტინე მარჯანიშვილი
დაბადების თარიღი 28 მაისი, [ძვ. სტ. 9 ივნისი], 1872
ყვარელი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 17 აპრილი, 1933
მოსკოვი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
განათლება თბილისის პირველი გიმნაზია
პროფესია რეჟისორი
მეუღლე(ები) ელენე დონაური
მშობლები მამა: ალექსანდრე მარჯანიშვილი
დედა: ელისაბედ ჭავჭავაძე
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1931)

კოტე მარჯანიშვილი (დ. 28 მაისი [ძვ. სტ.9 ივნისი], 1872, ყვარელი — გ. 17 აპრილი, 1933, მოსკოვი) — საბჭოთა ეპოქის ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1931).

ბიოგრაფია

ოჯახი

კოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი იყო, რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა ალექსანდრე დიუმას „ორი დიანა“; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავაძე (დ. 1850 — გ. წ. უცნობია) იყო აკაკი წერეთლის წერილების ადრესატი, ხოლო ილია ჭავჭავაძემ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ...“ მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და — მაგდალინა იყო პუბლიცისტ სერგეი მესხის დედა და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დიდი ბებია.

კოტე მარჯანიშვილს ჰყავდა ორი და — თამარი და ნინო. უფროსი და — თამარი 1890 წლიდან ბოდბის, შემდგომ სერაფიმო-ზნამენსკის ქალთა მონასტერის წინამძღვარი (იღუმენია) იყო; უმცროსი და — ნინო ცოლად ჰყავდა ექიმ გრიგოლ ელიავას. მათი ვაჟი გიორგი ელიავა იყო ცნობილი მიკრობიოლოგი და საზოგადო მოღვაწე.

განათლება

საფოსტო მარკა სსრკ, კოტე მარჯანიშვილი, 1972 (Michel 4048, Scott 4013)
რუსთაველის თეატრის დასი: კოტე მარჯანიშვილი, ვ. სიმონიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, დ. ჩხეიძე, მიხეილ ქორელი, ა. გველესიანი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დოდო ანთაძე

განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა 1894 წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც კოტე მესხი ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი აკაკი წერეთლის დრამატულ პოემაში „პატარა კახი“. 1897] წელს მარჯანიშვილი რუსეთში გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, ქერჩში, ბაქოში, ტაშკენტში, აშხაბადში, ტულაში, ლუგანსკში, ვიატკაში.

შემოქმედება

1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში ვიატკაში დადგა ანტონ ჩეხოვის პიესა „ძია ვანია“. 1904-იდან მოღვაწეობდა, როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა მაქსიმ გორკის პიესა „მოაგარაკენი“. 1905 წლის რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა ხარკოვის (1906-1907), კიევის (1907-1908), ოდესის (1908-1909) დრამატულ დასებში.

ვიკიციტატა
„თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ჭეშმარიტად ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არ მიღალატია და არც ვუღალატებ, ვიდრე სამარის კარამდე არ მიმიტანენ“

1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში ალექსანდრე სუმბათაშვილთან ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს ვალერიან შალიკაშვილს და ვახტანგ მჭედლიშვილს, რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა კნუტ ჰამსუნის „ცხოვრების ბრჭყალებში“ (1911), ჰენრიკ იბსენის „პერ გიუნტი“ (1912); მონაწილეობა მიიღო თეოდორე დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ დადგმაში (1910), და ჰენრი კრეგის დადგმის „ჰამლეტის“ განხორციელებაში.

1912 წელს კიევში, სოლოვცოვის თეატრში დადგა პიესა-პანტომიმა „ცრემლები“. მაშინ ჰქონდა პირველი შეხება მარჯანიშვილს კინემატოგრაფთან. კინომეწარმე ალექსანდრე ხანჟონკოვმა პიესა ფირზე გადაიტანა, მან კამერა სცენის წინ ფრონტალურად დადგა და ყველაფერი გადაიღო. რუსულმა პრესამ ფილმი წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. 1916 წელს ის გაემგზავრა პეტროგრადში, სადაც მან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 24 სურათი უნდა გადაეღო, მაგრამ მხოლოდ ერთი, „ყოვლისშემძლე სიყვარული“ გადაიღო. მარჯანიშვილმა მალე დატოვა ატელიე, იმ მიზეზით, რომ მეპატრონე დრანკოვი მეშჩანური დრამების დადგმას ითხოვდაო.

1913 წელს მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა „თავისუფალი თეატრი“, სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისპირა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება. მარჯანიშვილმა აქ დადგა: მოდესტ მუსორგსკის ოპერა „სოროჩინცის ბაზრობა“, ჟაკ ოფენბახის ოპერეტა „მშვენიერი ელენე“, შნიცლერ-დონანის პანტომიმა „პიერეტას საბურველი“ და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), „ბუფის“ (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა ლოპე დე ვეგას დრამა „ცხვრის წყარო“, ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. 1920 წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა.

1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოს სსრ-ში დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით. თეატრში ის თამამად იყენებდა კინოს შესაძლებლობებს

1922 წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“, რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. 1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1922), გიორგი ერისთავის „გაყრა“ (1923), მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“ (1924; მიხეილ ქორელთან ერთად), უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ (1925) და სხვა.

ვიკიციტატა
„თეატრში უნდა გესმოდეს, კინოში უნდა ხედავდე, რეჟისორი, რომელიც თეატრში ვერ ისმენს — რეჟისორი არ არის. რეჟისორი, რომელიც კინოში ვერ ხედავს — კინორეჟისორი არ არის...ასე დამემართა მეც“

1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. კინოში ახალმა ხელოვნებამ ჩარჩოებში მოაქცია იგი და შეზღუდა მისი შესაძლებლობები, რადგან მისი მთავარი იარაღი, ხმა და მეტყველება, ვერ გამოიყენა და მიმართა გამომსახველობით ხერხებს, კერძოდ კი ჟესტიკულაციას, რამაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. კინოში მას მონტაჟი მიაჩნდა გადამწყვეტ ფაქტორად. მარჯანიშვილმა ექვსი სხვადასხვა ჟანრის, განსხვავებული ფილმი გადაიღო: „ქარიშხლის წინ“ (1925), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1926), „გოგი რატიანი“ (1927), „ამოკი“ (1927), „კრაზანა“ (1928), „კომუნარის ჩიბუხი“ (1929). მარჯანიშვილმა პირველმა გადაიღო საბავშვო და ასევე უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმები.

1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ, 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: ერნესტ ტოლერის „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!“ (1928), ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“ (1928); ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“ (1928), შალვა დადიანის „კაკალგულში“ (1928); კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ (1929), პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1929), გრიგოლ ბუხნიკაშვილის „კი მაგრამ…“ (1930), პერსი შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“ (1930), იური ოლეშას „სამი ბღენძი“ (1931), კარლო კალაძის „სახლი მტკვრის პირას“ (1931), ალექსანდრე აფინოგენოვის „შიში“ (1932), შექსპირის „ოტელო“ (1932), ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1933) და სხვა.

1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: რიხარდ ვაგნერის „ლოენგრინი“ (1924), დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1923), ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ (1924), ჯოაკინო როსინის „ვილჰელმ ტელი“ (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა ფრიდრიხ შილერის „დონ კარლოსი“ (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), იოჰან შტრაუსის ოპერეტა „ღამურა“ (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.

მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა, მოედანი, მეტრო.

ლიტერატურა

  • გ. ბუხნიკაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 476.
  • კოტე მარჯანიშვილი, კრებული — „ხელოვნება“, თბილისი, 1961
  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Bandar Udara Internasional Yangyang양양국제공항襄陽國際空港Yangyang Gukje GonghangYangyang Kukche KonghangIATA: YNYICAO: RKNY YNYLokasi bandar udara di Korea SelatanInformasiJenisPublikPengelolaKorea Airports CorporationMelayaniGangneung, SokchoLokasiYangyang countyKetinggian dpl73 mdplKoordinat38°03′41″N 128°40′09″E / 38.06139°N 128.66917°E / 38.06139; 128.66917Landasan pacu Arah Panjang Permukaan m kaki 15/33 2,500 8,202 Konsentrat B...

 

South African politician Reneiloe MashabelaMPMember of the National Assembly of South AfricaIncumbentAssumed office 21 May 2014 Personal detailsNationalitySouth AfricanPolitical partyEconomic Freedom FightersOccupationMember of ParliamentProfessionPolitician Ngwanamakwetle Reneiloe Mashabela is a South African politician from the Economic Freedom Fighters party. She has been a Member of Parliament (MP) in the National Assembly of South Africa since May 2014. Mashabela is a member of the c...

 

هذه مقالة غير مراجعة. ينبغي أن يزال هذا القالب بعد أن يراجعها محرر مغاير للذي أنشأها؛ إذا لزم الأمر فيجب أن توسم المقالة بقوالب الصيانة المناسبة. يمكن أيضاً تقديم طلب لمراجعة المقالة في الصفحة المخصصة لذلك. (ديسمبر 2021) هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. ف...

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

سام ليرنر   معلومات شخصية الميلاد 27 سبتمبر 1992 (31 سنة)  لوس أنجلوس  مواطنة الولايات المتحدة  الأب كين ليرنر  الحياة العملية المهنة ممثل،  وممثل تلفزيوني،  ومؤدي أصوات،  وممثل أفلام  اللغة الأم الإنجليزية  اللغات الإنجليزية  المواقع IMDB صفحته على IMDB&...

 

Topeng mumi Tutankhamun di Museum Mesir. Nebkheperure Tutankhamun (kadang dieja dengan Tuten-, -amen, -amon) adalah Firaun dari Dinasti Kedelapanbelas Mesir (memerintah 1333 SM - 1324 SM), pada masa yang disebut Kerajaan Baru Mesir. Nama aslinya, Tutankhaten, berarti Jelmaan hidup Aten, sedangkan Tutankhamun berarti Jelmaan hidup Amun. Pada tahun 1922, makamnya ditemukan oleh Howard Carter dan sejak itu Tutankhamun menjadi ikon populer dari peradaban Mesir Kuno. The world has seen the Pada bu...

Jalan Tol Lingkar Luar Jakarta 2JORR 2Informasi ruteDikelola oleh PT Jasamarga Kunciran Cengkareng (JKC) (Cengkareng-Batu Ceper-Kunciran) PT Marga Trans Nusantara (MTN) (Kunciran-Serpong) PT Cinere Serpong Jaya (CSJ) (Serpong-Cinere) PT Trans Lingkar Kita Jaya (TLKJ) (Cinere-Jagorawi) PT Cimanggis Cibitung Tollways (CCT) (Cimangis-Cibitung) PT Cibitung Tanjung Priok Port Tollways (CTP) (Cibitung-Cilincing)Panjang:110.4 km (68,6 mi)Berdiri:27 Januari 2012; 11 tahun lalu (2012-01-27) ̵...

 

Arafah RiantiLahir2 September 1997 (umur 26)Depok, Jawa Barat, IndonesiaAlmamaterUIN Syarif Hidayatullah JakartaPekerjaanPelawak tunggalpemeranTahun aktif2016—sekarang Arafah Rianti (lahir 2 September 1997) adalah seorang pelawak tunggal dan pemeran berkebangsaan Indonesia. Kehidupan awal Arafah merupakan anak kedua dari tiga bersaudara, mempunyai seorang kakak laki-laki dan seorang adik perempuan bernama Halda Rianta. Arafah adalah lulusan dari Universitas Islam Negeri Syarif Hid...

 

American basketball player Michael McDonaldPersonal informationBorn (1969-02-13) February 13, 1969 (age 54)Longview, TexasNationalityAmericanListed height6 ft 10 in (2.08 m)Listed weight232 lb (105 kg)Career informationHigh schoolLongview (Longview, Texas)College Utah Valley (1990–1991) New Orleans (1992–1995) NBA draft1995: 2nd round, 55th overall pickSelected by the Golden State WarriorsPlaying career1995–2006PositionCenterNumber42Career history1995–199...

Species of flowering plant Kurrat redirects here. For the surname, see Kurrat (surname). Wild leek Conservation status Least Concern (IUCN 3.1) Scientific classification Kingdom: Plantae Clade: Tracheophytes Clade: Angiosperms Clade: Monocots Order: Asparagales Family: Amaryllidaceae Subfamily: Allioideae Genus: Allium Subgenus: A. subg. Allium Species: A. ampeloprasum Binomial name Allium ampeloprasumL. Synonyms[1] Species synonymy Allium adscendens Kunth Allium albescens G...

 

State park in Florida, United States Little Manatee River State ParkIUCN category III (natural monument or feature)Show map of FloridaShow map of the United StatesLocationHillsborough County, Florida, USANearest cityBrandon, FloridaCoordinates27°40′16″N 82°21′22″W / 27.67111°N 82.35611°W / 27.67111; -82.35611Area2,433 acres or 985 haAverage elevation6 mGoverning bodyFlorida Department of Environmental Protection Little Manatee River State Par...

 

1967 Box Tops song written by Wayne Carson The LetterUK single picture sleeveSingle by the Box TopsB-sideHappy TimesReleasedAugust 1967 (1967-08)StudioAmerican Sound, Memphis, TennesseeGenrePop rock, blue-eyed soulLength1:58LabelMalaSongwriter(s)Wayne CarsonProducer(s)Dan PennThe Box Tops singles chronology The Letter (1967) Neon Rainbow (1967) Audio samplefilehelp The Letter is a song written by Wayne Carson that was first recorded by the American rock band the Box Tops in 1967. It...

Indian television series Saath Nibhaana SaathiyaGenreSoap operaWritten byGautam Hegde[1] Sampoorn Anand Jyoti Tandon Shilpa Demello Janki Vishwanathan Rashmi SharmaVed RajDivyana Bhavna Vyas Akash Deep[2]Directed byPawan Kumar Maurut Bhagwan Yadav Ravi Raj Mayank Gupta Pawan Sahu Deelip Kumar Pankaj KumarCreative directorRashmi SharmaStarringGiaa ManekDevoleena BhattacharjeeRucha HasabnisRupal PatelMohammad NazimVishal SinghLoveleen Kaur SasanTanya SharmaSonam LambaAmar Upadhy...

 

北京国安足球俱乐部2012赛季,记录了北京国安足球俱乐部2012赛季亚冠联赛、中超联赛和足协杯赛的比赛结果以及球队人员情况。 本赛季俱乐部人员 现役球员 更新日期:2012年7月8日 号码 国籍 姓名 位置 出生日期 加盟年份 此前效力球队 身价 籍贯 洲际报名 门 将 12 侯森 门将 1989年6月30日 2007年 国安二队 北京 亚冠 22 杨智 门将 1983年6月6日 2005年 深圳科健 广州 亚冠 36 柏小磊...

 

2007 single by TohoshinkiLovin' YouLovin' You CD coverSingle by Tohoshinkifrom the album T B-side五線紙 (Go Senshi)ReleasedJune 13, 2007GenreJ-popLength5:52 (Album version)5:11 (Radio edit)LabelAvex Trax/Rhythm ZoneSongwriter(s)Lyrics: H. U. B., Composition: Mikio Sakai, Arrangement: Mikio SakaiTohoshinki singles chronology Choosey Lover (2007) Lovin' You (2007) Summer Dream / Song for You / Love in the Ice (2007) Lovin' You is Tohoshinki's 11th Japanese single, released on June 13, 2007. ...

1928 film Tenth AvenueDirected byWilliam C. deMilleWritten byLloyd Carpenter GriscomJack McGowanDouglas Z. DotyJohn W. KrafftStarringPhyllis HaverVictor VarconiJoseph SchildkrautCinematographyDavid AbelEdited byAdelaide CannonProductioncompanyDeMille Pictures CorporationDistributed byPathé ExchangeRelease dateAugust 6, 1928Running time70 minutesCountryUnited StatesLanguagesSilentEnglish intertitles Tenth Avenue, also known as Hell's Kitchen, is a 1928 American silent drama film directed by W...

 

مسجد أمير المؤمنين معلومات عامة الموقع بروجرد[1]  القرية أو المدينة بروجرد، محافظة لرستان الدولة  إيران تعديل مصدري - تعديل   مسجد أمير المؤمنين هو مسجد تاريخي يعود إلى عصر القاجاريون، ويقع في بروجرد.[2] مراجع ^ Wiki Loves Monuments monuments database، 6 نوفمبر 2017، QID:Q28563569 ^ Encyclopa...

 

New Zealand ophthalmologist, university professor, and medical school dean Ferguson while he was dean (1914–1936) Sir Henry Lindo Ferguson CMG CStJ (7 April 1858 – 22 January 1948), known as Lindo Ferguson, was a New Zealand ophthalmologist, university professor and medical school dean. He was born in London, England, on 7 April 1858.[1] Ferguson's parents were Louisa Ann Du Bois and William Ferguson. The family moved from Burton upon Trent, England, to Dublin, Ireland, in...

Fictional character in Mystery Science Theater 3000 Fictional character Crow T. RobotMystery Science Theater 3000 characterFirst appearanceK00 – The Green SlimeCreated byJoel HodgsonPortrayed by Trace Beaulieu (KTMA season – season 7, The Giant Gila Monster DVD extra, Turkey Day 2014 marathon segments) Josh Weinstein (K01 – Invaders from the Deep and a KTMA flashback clip seen in K05 – Gamera, K06 – Gamera vs Gaos and K07 – Gamera vs Zigra) Bill Corbett (season 8 – 10) Hampton Y...

 

Erovnuli Liga 2021Crystalbet National League 2021 Competizione Erovnuli Liga Sport Calcio Edizione 33ª Organizzatore GFF Date dal 27 febbraio 2021al 4 dicembre 2021 Luogo  Georgia Partecipanti 10 Formula Girone all'italiana Risultati Vincitore Dinamo Batumi(1º titolo) Retrocessioni Shukura KobuletiSamt'redia Statistiche Miglior marcatore Zoran Marušić (16) Incontri disputati 180 Gol segnati 457 (2,54 per incontro) Cronologia della competizione 2020 2022 Manuale Dila...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!