კოლუმბა (იგივე კრიმთანი (Crimthann), თანამედროვეების მიერ კოლუმბად, კოლუმ კილედ, კოლმ კილედ წოდებული, რაც ნიშნავს „ეკლესიის მტრედს“; დ. 521, გარტანი, დონეგალის საგრაფო, ირლანდია — გ. 9 ივნისი, 597) — ირლანდიელიწმინდანი, ბერი, ქრისტიანობის მქადაგებელი შოტლანდიაში. წმინდა კოლუმბა „ირლანდიის თორმეტი მოციქულიდან“ ერთ-ერთად ითვლება. 563 წელს წმინდა კოლუმბამ შოტლანდიის ტერიტორიაზე პირველი მონასტერი დააარსა და იქ მღვდელი იყო.