კლადნო (ჩეხ. Kladno) — ქალაქი ჩეხეთში, ცენტრალური ბოჰემიის მხარეში. მდებარეობს პრაღიდან 25 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. წარმოადგენს რეგიონის უდიდეს ქალაქს და მთლიანი აგლომერაციის მოსახლეობა დაახლოებით 110 000 ადამიანს შეადგენს. მიეკუთვნება პრაღის მეტროპოლიურ არეალს.
წერილობით წყაროებში კლდანო პირველად XIV საუკუნეშია მოხსენიებული. 1561 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო. ისტორიულად, აქ განვითარდა ბოჰემიის მძიმე მრეწველობა. წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ფოლადის ქარხანა, რომელიც რეგიონის უდიდესი დამსაქმებელი იყო. ეს ქარხანა დღესაც არსებობს, მაგრამ პრივატიზაციის შემდეგ შეიცვალა მეპატრონე და უფრო პატარა ნაწილებად დაიყო. მომპოვებითი მრექწველობა 1842 წლიდან დაიწყო. პრაღის სიახლოვე ადგილობრივ ეკონომიკას სტაბილურობას უნარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური რეჟიმის შემდეგ მძიმე მრეწველობამ კოლაფსი განიცადა.
დაძმობილებული ქალაქები
კლდანოს დაძმობილებული ქალაქებია:[4]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო