კარლეს კოტო პაგესი (ესპ. Carles Coto Pagès; დ. 11 თებერვალი, 1988, ფიგერასი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მინსკის „დინამოს“ მარჯვენა ნახევარმცველი.
კარიერა
დაიბადა ფიგერასში, ხერონის პროვინცია, ესპანეთი, 2001 წელს, 13 წლის ასაკში ჩაირიცხა „ბარსელონას“ ახალგაზრდულ გუნდში, საიდანაც ბეკლგიურ „მუსკრონში“ გადავიდა. შემდეგ იგი კონტრაქტისგან გაათავისუფლეს.
2008 წელს კოტო დაბრუნდა მშობლიურ მხარეში და ვალენსიას ბ გუნდის შემდეგ ითამაშა სეგუნდა დივიზიონის გუნდ „ბენიდორმში“. 2010 წლის ივლისში კონტრაქტი გააფორმა კვიპროსის „ანორთოსისთან“, სადაც მისი ყოფილი მწვრთნელი ახალგაზრდულ გუნდში გილერმო ჰოიოსი იყო მთავარი მწვრთნელი.
2011 წლის 28 ივნისს კოტო შეუერთდა თბილისის „დინამოს“ რამდენიმე თანამემალულესთან ერთად, რომელთა შორის იყო ჩისკო მუნიოსი.[1][2].
2013 წლის გაზაფხულზე კოტომ „დინამო“ დატოვა.[3].
ტიტულები
საკლუბო
დინამო თბილისი:
საერთაშორისო
ესპანეთი 19 წლ.:
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო