თეონა დოლენჯაშვილი
თეონა დოლენჯაშვილი (დ. 25 თებერვალი, 1977, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.
ბიოგრაფია
თეონა დოლენჯაშვილი დაიბადა 1977 წლის 25 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში. მისი მამაა მხატვარი გურამ დოლენჯაშვილი. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და კინორეჟისურის ფაკულტეტი. მუშაობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 2010 წლიდან არის გაზეთ „24 საათი – Weekend-ის“ ლიტერატურული დამატება „წიგნების“ რედაქტორი; 2011 წელს იყო ქართული ლიტერატურული ჟურნალის „თავისუფალი დროის“ რედაქტორი; 2004 წლიდან დაიწყო ნაწარმოებების გამოქვეყნება.
ჯილდოები
- 2021 - ლიტერატურული პრემია „ფაზისი“ - გამარჯვებული
- 2019 - ეროვნული კინოცენტრი - „რეალური არსებები“ - გამარჯვებული 2018 - ლიტერატურული პრემია „საბა“ - ფინალისტი 2018 - ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ - ფინალისტი 2016 წელი - სტამბულის ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე და სტიპენდიანტი 2015 - ლიტერატურული პრემის „საბა“ - ფინალისტი 2012 წელი - ვენის მუზეუმქალაქის სტიპენდიის გამარჯვებული (სამწერლო რეზიდენცია და სტიპენდია) 2011 წელი - ლიტერატული კონკურსი „პენ მარათონი“ - ლაურეატი 2011 – „ფიდაი“ - რადიოპიესების კონკურსი PRIX EUROPE - ფინალისტი 2010 – „რეალური არსებები’ - წლის საუკეთესო მოთხრობის პრიზი 2009 - „მემფისი“ ლიტერატურული პრემია“საბა“ - გამარჯვებული 2006 – „იანვრის მდინარე“ ლიტერატურული პრემია „საბა“ - გამარჯვებული 2005 – „ფიდაი“ - წლის საუკეთესო მოთხრობის პრიზი 2005 – „ფიდაი“ - ეროვნული კინოცენტრის კონკურსი - გამარჯვებული 2004 - მკითხველის სიმპათია
ბიბლიოგრაფია
- „ჩიტი არ გამოფრინდება“ რომანი - თბილისი, 2021, გამომცემლობა „ინტელექტი“
- „ჩანაცვლება“, რომანი - თბილისი, 2020, გამომცემლობა „ინტელექტი“
- „დაკარგული სამოთხე“ ალბომი - თბილისი, 2018, გამომცემლობა „სეზანი“
- „პერსონალური ქრისტე“, მოთხრობები - თბილისი, 2017, გამომცემლობა „ინტელექტი“
- „რეალური არსებები“ , რომანი - თბილისი, 2014, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2012 (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2012. - 256გვ.. - ISBN: 978-9941-15-566-6
- „21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა“: ანთოლოგია (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 492გვ.. - ISBN: 978-9941-15-349-5
- „Animal planet: მოთხრობები“ (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 272გვ.
- „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2010 (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა , 2011. - 247გვ.. - ISBN: 978-9941-15-335-8
- „ათი ქართული მოთხრობა“ (თანაავტორი). - თბილისი, ფონდი ტასო, 2010. - 127გვ.. - ISBN: 978-9941-0-2399-6
- „39 რჩეული მოთხრობა“: ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ რჩეულ მოთხრობათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 600გვ.. - ISBN: 978-9941-413-52-0
- „8909/ტექსტებში ასახული დრო = 8909 in Texten (1989/2009)“ : კრებული (თანაავტორი). - თბილისი, საქ. გოეთეს ინ-ტის გამოც., 2009. - 139გვ.. - ISBN: 978-9941-0-2077-3
- „მემფისი“ (ავტორი). - თბილისი, 2008. - 247გვ.. - ISBN: 978-9941-9051-0-0
- „იანვრის მდინარე“ (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 126გვ.. - ISBN: 99940-30-55-8
- „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2004: კრებული (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005. - 140გვ.. - ISBN: 99940-30-47-7
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Catalog of the German National Library
|
|