თბილისის 175-ე საჯარო სკოლა (სრული სახელწოდება — სსიპ - ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლა) — ქალაქ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. დაარსდა 2005 წელს 184-ე და 175-ე საჯარო სკოლების გაერთიანების შედეგად. მოიცავს A და B კორპუსებს. სკოლის ერთ კორპუსში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 1-6 კლასებისთვის, ხოლო მეორეში — 7-12 კლასებისთვის.[წყარო არ არის მითითებული 1396 დღე]
სკოლის ამჟამინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია ირაკლი კუპატაძე
2018 წლის 10 ივნისს სკოლის 23 მოსწავლე მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად გაემგზავრა ექსკურსიაზე, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის სკოლის მე-6 კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა.[7]