თბილისის მერი


თბილისის მერი
მოქმედი:
კახა კალაძე

 13 ნოემბერი, 2017 - დღემდე
თანაშემწე ვიცე-მერი

თბილისის მერი — ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, რომელიც 1991 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა. 2006 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მერი თბილისის საკრებულოს მიერ იქნა არჩეული. 2010 წლის 30 მაისს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნა არჩეული.

კომპეტენციები

ქალაქის მერი პასუხისმგებელია ქალაქის ბიუჯეტსა და სამთავრობო საქმიანობების სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე მთელი თბილისის მასშტაბით. ქალაქის მერის გეგმები დაწვრილებით განიხილება თბილისის საკრებულოს მიერ. აღნიშნული გეგმების განხორციელება ხდება თბილისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

თბილისის მერები

სურათი ქალაქ თბილისის მერი უფლებამოსილების
დასაწყისი
უფლებამოსილების
დასასრული
1 თამაზ ვაშაძე 2 ოქტომბერი, 1991 6 იანვარი, 1992
2 ოთარ ლითანიშვილი 6 იანვარი, 1992 21 იანვარი, 1993
3 კოტე გაბაშვილი 21 იანვარი, 1993 16 ოქტომბერი, 1993
4 ნიკო ლეკიშვილი 16 ოქტომბერი, 1993 8 დეკემბერი, 1995
5 ბადრი შოშიტაიშვილი 8 დეკემბერი, 1995 8 აგვისტო, 1998
6 ვანო ზოდელავა 10 აგვისტო, 1998 19 აპრილი, 2004
7 ზურაბ ჭიაბერაშვილი 19 აპრილი, 2004 12 ივლისი, 2005
8 გიგი უგულავა 12 ივლისი, 2005 12 ოქტომბერი, 2006
12 ოქტომბერი, 2006 30 მაისი, 2010
30 მაისი, 2010 22 დეკემბერი, 2013
სევდია უგრეხელიძე (მ/შ) 22 დეკემბერი, 2013 2 აგვისტო, 2014
9 დავით ნარმანია 2 აგვისტო, 2014 13 ნოემბერი, 2017
10 კახა კალაძე 13 ნოემბერი, 2017 30 ოქტომბერი, 2021
30 ოქტომბერი, 2021[1]

თბილისის ყოფილი მმართველები

ტფილისის ამირები

ტფილისის საამიროარაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, არსებობდა 736 - 1122 წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, ხოლო XI საუკუნიდან — ქალაქ ტფილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის — შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ.

ტფილისის ამირები
სახელი მმართველობის წლები
შუაბიანთა დინასტია
ისმაილ იბნ-შუაბი 736 - 813
მუჰამედ იბნ-ათაბი 813829
ალი იბნ-შუაბი 829830
საჰაკი 830853
შაბანიანთა დინასტია
მოჰამედ იბნ-ხალიდა 853869
ისე იბნ აშ-შეიხ აშ-შაბანი 869875
აბრაჰამ შაბანი 875878
გაბულოცი 878882
ჯაფარიანთა დინასტია
ჯაფარ I იბნ-ალი 882914
მანსორ იბნ-ჯაფარი 914952
ჯაფარ II იბნ-მანსორი 952981
ალი იბნ-ჯაფარი 9811011
ჯაფარ III იბნ-ალი 10111045
აბულ-ჰეიჯა იბნ-ჯაფარი 10451062
სითილარაბი 10681080

1062 წლიდან 1068 წლამდე და ჯაფარიან ამირათა მმართველობის შემდეგ, თბილისის გაერთიანებული საქართველოს სამეფოსთან შეერთებამდე, 1080 წლიდან 1122 წლამდე, თბილისს ქალაქის ბერები განაგებდნენ. ამ პერიოდში, შოთა მესხიას აზრით, ტფილისში საქალაქო კომუნა ("ქალაქის საბჭო") არსებობდა.

1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი, წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად აქცია.

ტფილისის ქალაქის თავები რუსეთის იმპერიაში

ტფილისის ქალაქის თავი მმართველობის წლები
1 ამირა (შააპ) ვასაკ არცრუნი (XII საუკუნის შუა წლები)
2 ამირა (შააპ) კურდ არცრუნი (XII საუკუნის მეორე ნახევარი)
3 შადინ (ბადინ) (XIII საუკუნის მეორე ნახევარი)
4 მელიქ ენალი დაახლოებით 1646 - 1673
5 მელიქ ბაიანდური (XVII საუკუნე) 1650 წლიდან
6 მელიქ ხოჯა–ბეიბუდი (XVII საუკუნე) 1662 წლამდე
7 მელიქ აშხარბეკი (XVII საუკუნე) 1662 წლიდან
8 მელიქ ავთანდილი დაახლოებით 1678 - 1698
9 მელიქ ამირ ბეიბუდიანცი (XVII საუკუნე)
10 მელიქ ასლამაზ ამირიან ბეიბუდიანცი (XVII - XVIII საუკუნეები)
11 მელიქ გიორგ ასლამაზიან ბეიბუდიანცი 1699 - 1711
12 მელიქ ზურაბ გიორგიან ბეიბუდიანცი 1712 - 1742
13 მელიქ აშხარბეკ II. ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე) 1734 წლამდე
14 მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი 1734 - 1768
15 მელიქ ანტონი 1746 - 1751
16 მელიქ სააკ შერგილიანცი 1751 - 1760
17 მელიქ ავეტიკ აღაიან ბეიბუდიანცი 1768 - 1795
18 მელიქ დარჩი ავეტიკიან ბეიბუდიანცი (1764 - 1832) 1795 - 1801
19 ჰოვანეს (ივან) იზმირიანცი 18401843
20 სტეფან გაბრიელიან ხატისიანცი 18441845
21 მოვსეს ტერ-გრიგორიანცი 18451846
22 ოვანეს სიმონიან შადინიანცი 18471848
23 ტოვმა დავთიან ფრიდონიანცი 18481849
24 ზაქარია სტეფანიან ამირაღიანცი 18501851
25 ოვსეპ აფანასიან მირიმანიანცი 18511852
26 ავეტიკ ასტვაცატრიან (ბოგდანოვიჩ) სვეჩნიკოვი 18531856
27 სოღომონ დავთიან სარაჯევი 18561857
28 ანდრეი დავთიან მანანოვი 18571858
29 ვარდან ასტვაცატრიან არშაკუნი 18581860
30 სოღომონ ზაქარიან აბისოღომიანცი 1860 – 1861
1865 – 1866
31 სოღომონ მირიმანიან მირიმანიანცი 18611862
32 გევორქ (ეგორ) გრიგორიან ფრიდონიანცი 18621864
33 გალუსტ არუთინიან შერმაზან-ვარდანიანცი 18641865
34 ერემია გევორქიან არცრუნი 18661868
35 ნიკოღაიოს ოვანისიან ალადატიანცი 18681869
36 დმიტრი თუმანიანცი 18691870
37 იაზონ დმიტრიან თუმანიანცი 18701874
38 დიმიტრი ყიფიანი 18751879
39 ანტონ სოღომონიან ყორღანიანცი 1879
40 ალექსანდრ სტეფანიან მატინიანცი 18791891
41 ნიკოღაიოს არღუტიან-დოლგორუკიი 18911893
18951896
19031904
42 პოღოს ალექსანდრიან იზმაილიანცი 18931895
43 გევორქ გრიგორიან ევანგულიანცი 18971901
44 ალექსანდრ მიქაელიან არღუტიან-დოლგორუკიი 1902
45 ქროსტოფორ ავაკუმიან ვერმიშიანცი 19041905
46 ვასილ ჩერქეზიშვილი 19071909
47 ალექსანდრე ოვანისიან–ხატისიანცი 1910 – აგვისტო, 1917

რამდენადაც ქალაქის საბჭოს შეძლებული მოსახლეობა ირჩევდა, ხოლო თბილისში ასეთთა შორის უმრავლესობას არაქართველები შეადგენდნენ, თბილისის ქალაქის თავებიც ხშირად არაქართველები იყვნენ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როგორებიც იყვნენ დიმიტრი ყიფიანი და ვასილ ჩერქეზიშვილი. თბილისი შენდებოდა როგორც კავკასიის ადმინისტრაციის რუსული ცენტრი, ამიტომ თბილისის ხელისუფლებას რუსული იმპერიული პოლიტიკის გატარება ევალებოდა.

თბილისის მმართველები 1917-1921 წლებში

1917 წლის 30 ივლისს ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით, საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრის პრინციპით გაიმართა. ქალაქის თავად სათათბირომ აირჩია ნიკოლოზ ელიავა.

1919 წლის თებერვალში ჩატარდა თბილისის თვითმმართველობის პირველი არჩევნები დამოკიდებელ საქართველოში. ქალაქის თავის თანამდებობას ეწოდა მოურავი. 1919-1921 წლებში ქალაქის მოურავი იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი.

ქალაქის თავი მმართველობის წლები
1 ნიკოლოზ ელიავა 10 აგვისტო 1917 - 17 თებერვალი 1919
ქალაქის მოურავი მმართველობის წლები
1 ბენიამინ ჩხიკვიშვილი 17 თებერვალი 1919 - 25 თებერვალი 1921

საბჭოთა პერიოდი

1921-1991 წლებში საბჭოთა პერიოდში თბილისის მერის სახელწოდება იყო — თბილისის რევოლუციური კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელი.

ქალაქ თბილისის რევოლუციური კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელი დანიშვნის
თარიღი
განთავისუფლების
თარიღი
1 სილიბისტრო თოდრია ესეს ძე 26 თებერვალი, 1921 10 ივნისი, 1921
2 ალექსანდრე გეგეჭკორი ალექსანდრეს ძე 10 ივნისი, 1921 14 დეკემბერი, 1921
3 ლევან ღოღობერიძე დავითის ძე 14 დეკემბერი, 1921 12 იანვარი, 1922
4 ვლადიმერ დუმბაძე ელიზბარის ძე 12 იანვარი, 1922 7 თებერვალი, 1923
5 ვლადიმერ სუხიშვილი პავლეს ძე 7 თებერვალი, 1923 10 თებერვალი, 1928
6 ივანე ბოლქვაძე ბეჟანის ძე 18 თებერვალი, 1928 14 ოქტომბერი, 1930
7 პავლე მელაძე გიორგის ძე 14 ოქტომბერი, 1930 30 ივლისი, 1931
8 ბაგრატ მაჩაიძე ტიმოთეს ძე 1 აგვისტო, 1931 4 ივნისი, 1934
9 ვალერიან ბაქრაძე მინას ძე 7 ივნისი, 1934 30 ნოემბერი, 1934
10 სიმონ ჯუღელი პილატეს ძე 1 დეკემბერი, 1934 15 მაისი, 1935
11 მიხეილ ნიორაძე ტროფიმეს ძე 15 მაისი, 1935 19 ივნისი, 1937
12 კოტე ბუჯიაშვილი დიმიტრის ძე 20 ივნისი, 1937 31 აგვისტო, 1937
13 მიხეილ გვიშიანი მაქსიმეს ძე 31 აგვისტო, 1937 19 სექტემბერი, 1938
14 იოსებ კოჭლამაზაშვილი დიმიტრის ძე 19 სექტემბერი, 1938 10 მაისი, 1943
15 გიორგი გოჩაშვილი ალქესანდრეს ძე 12 მაისი, 1943 15 იანვარი, 1949
16 მიხეილ ლელაშვილი მიხეილის ძე 16 იანვარი, 1949 15 ნოემბერი, 1951
17 გრიგოლ ზამბახიძე ნიკიფორეს ძე 15 ნოემბერი, 1951 9 სექტემბერი, 1952
18 გივი ჯავახიშვილი დიმიტრის ძე 9 სექტემბერი, 1952 29 აპრილი, 1953
19 გიორგი გეგეშიძე ანდრიას ძე 29 აპრილი, 1953 10 ოქტომბერი, 1953
20 მიხეილ მაღრაძე კონდრატეს ძე 10 ოქტომბერი, 1953 27 აგვისტო, 1956
21 ალექსანდრე მელაძე ერასტის ძე 27 აგვისტო, 1956 22 ოქტომბერი, 1965
22 შოთა ბუხრაშვილი ეფრემის ძე 22 ოქტომბერი, 1965 9 მარტი, 1973
23 თამაზ ჯანელიძე ბესარიონის ძე 10 მარტი, 1973 12 ნოემბერი, 1973
24 ბახვა ლობჟანიძე თევდორეს ძე 12 ნოემბერი, 1973 6 იანვარი, 1979
25 გურამ გაბუნია დიმიტრის ძე 6 იანვარი, 1979 1 დეკემბერი, 1982
26 ბორის სარალიძე ერასტის ძე 1 დეკემბერი, 1982 27 სექტემბერი, 1984
27 ზაურ მესხიშვილი შიოს ძე 27 სექტემბერი, 1984 9 მარტი, 1987
28 ირაკლი ანდრიაძე ონისიმეს ძე 9 მარტი, 1987 2 ოქტომბერი, 1991

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

  1. According to exit polls, Mayor Kakha Kaladze was re-elected with 57.2 per cent of votes!, 8:22 PM · Oct 30, 2021

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!