ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძე (ხერხეულიდზევი; დ. 1797 — გ. 2 აპრილი, 1856, სიმფეროპოლი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1841).
წარმომავლობით თავად ხერხეულიძეების რუსეთში დამკვიდრებული შტოდან. სამხედრო სამსახურში იყო 1817 წლის აგვისტოდან. 1823 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით დაინიშნა ოდესაში ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორის და ბესარაბიის მეფისნაცვლის, გენერალ-ლეიტენანტ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1828-1829). 1828 წლის ნოემბერში მიიღო პოლკოვნიკის წოდება და გადაიყვანეს ეგრეთა 1-ლ პოლკში. ომის დამთავრებიდან მალევე ზაქარია ხერხეულიძე გადავიდა სამოქალაქო სამსახურში. 1834 წელს მან მიიღო სახელმწიფო მრჩევლის ჩინი, ერთი წლის შემდეგ კი — ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი. 1833 წლის იანვრიდან 1850 წლის იანვრამდე მსახურობდა ქერჩ-იენიკალეს ქალაქითავად. მის მოღვაწეობას უკავშირდება ქერჩში არაერთი სამშენებლო და საზოგადოებრივი პროექტის განხორციელება. 1850 წლის იანვრიდან აპრილამდე იყო მინსკის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი, 1850 იანვრიდან 1852 წლის ივნისამდე — სმოლენსკის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი. ყირიმის ომის დროს იმყოფებოდა სამხრეთის არმიის მთავარსარდლის, გენერალ მ. დ. გორჩაკოვის განკარგულებაში, კურირებდა ჰოსპიტლებს. გარდაიცვალა ტიფით.
თავად ზაქარია ხერხეულიძეს სხვა დანარჩენ ჯილდოებთან ერთად მიღებული ჰქონდა ორდენები:
ლიტერატურა
- Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том II. Л—Я. М., 2009. — С. 667. — ISBN 978-5-9524-4167-5
- Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). — Киев, 2001. — С. 145. — ISBN 966-02-2254-8
- Исмаилов Э. Э. Золотое оружие с надписью «За храбрость». Списки кавалеров 1788—1913. М., 2007. — С. 184, 503. — ISBN 978-5-903743-05-2