ვულკანოლოგია (ბერძნ. Βούλκαν – ვულკანი და λόγος – მოძღვრება) — მეცნიერება ვულკანების შესახებ, დინამიკური გეოლოგიის ერთ-ერთი დარგი. შეისწავლის ვულკანების წარმოშობის, განვითარების და განლაგების კანონზომიერებებსა და ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტებს.
ვულკანოლოგიის საგანი
პრაქტიკული თვალსაზრისით ვულკანოლოგიის მიზანია ვულკანური ამოფრქვევების პროგნოზირების მეთოდების და ვულკანურ სითბოსა და ამოფრქვევის პროდუქტების გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება.
ამ თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად ვულკანოლოგია იყენებს გეოლოგიის, გეოტექტონიკის, გეოფიზიკის, გეოქიმიის, ფიზიკური ქიმიისა და პეტროლოგიის მონაცემებს. ჩამოთვლილ
დარგებთან ერთიანობაში ვულკანოლოგიას დიდი როლი ენიჭება გეოლოგიური მეცნიერების ისეთ ზოგად თეორიულ საკითხთა გადაწყვეტაში, როგორიცაა : ვულკანური ენერგიის წყარო, მაგმის ევოლუცია, მაგმური კერების განლაგება დედამიწის წიაღში, ვულკანიზმის როლი დედამიწის ქერქის ფორმირებაში.
ვულკანოლოგიის მოკლე ისტორია და დაწესებულებები
პირველი ვულკანოლოგიური ცნობები შემონახულია ანტიკური ავტორების შრომებში (ჰერაკლიტე, არისტოტელე). მათი საქმე გააგრძელა სტრაბონმა, რომელმაც აღწერა ვულკანი სანტორინი. განსაკუთრებით აღსანიშნავია აგრეთვე პლინიუს უმცროსის მიერ ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევის აღწერა (79).
1935 წელს სადგური დაარსდა კამჩატკაზე. 1944 წლიდან მოსკოვში არსებობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვულკანოლოგიური ლაბორატორია, რომელიც 1962 წელს გადაიქცა
ვულკანოლოგიის ინსტიტუტად.
ვულკანოლოგიური გამოკვლევები ტარდება აგრეთვე სახალინზე, საქართველოსა და სომხეთის გეოლოგიურ ინსტიტუტებში.