ვორმსის ედიქტი (გერმ.Wormser Edikt) — ედიქტი, რომელის გამოსცა საღვთო რომის იმპერიისიმპერატორმაკარლ V ჰაბსბურგმა1521 წლის 25 მაისს, 1521 წლის ვორმსის რაიხსტაგის მუშაობის ბოლოს, რომელმაც მარტინ ლუთერი ერეტიკოსად და დამნაშავედ შერაცხა და აკრძალა მისი ნაშრომების გამოცემა და გავრცელება. გარდა ამისა, ვორმსის ედიქტმა დააწესა, რომ ლუთერისთვის თავშესაფრის ბოძება ან სხვა სახის დახმარების გაწევა ჩაითვლებოდა იმპერიის კანონთა წინააღმდეგ დანაშაულად. საბოლოოდ ვორმსის ედიქტმა ძალა დაკარგა 1555 წელს, აუგსბურგის რელიგიური ზავის დადების შემდეგ.