ვიჩეგდა რუს. Вычегда |
---|
ვიჩეგდა ქვემო წელში სოფელ ირტასთან |
|
ქვეყანა |
რუსეთი |
---|
ტერიტორიული ერთეულები |
კომის რესპუბლიკა, არხანგელსკის ოლქი |
---|
ქალაქები |
სიქტივკარი, სოლვიჩეგოდსკი, კოტლასი |
---|
|
მარჯვენა შენაკადები |
ვოლი, ვიშერა, ვიმი |
---|
მარცხენა შენაკადები |
ნემი, ჩრდილოეთის კელტმა, ლოკჩიმი, სისოლა, ვილედი |
---|
|
სათავე |
ტიმანის ჭიუხი 62°19′45″ ჩ. გ. 55°32′49″ ა. გ. / 62.32917° ჩ. გ. 55.54694° ა. გ. / 62.32917; 55.54694 |
---|
შესართავი |
ჩრდილოეთის დვინა 61°17′00″ ჩ. გ. 46°37′10″ ა. გ. / 61.28333° ჩ. გ. 46.61944° ა. გ. / 61.28333; 46.61944 |
---|
შესართავის მდებარეობა |
ქ. პოტლასი |
---|
|
სიგრძე |
1130 კმ |
---|
აუზის ფართობი |
121 ათ. კმ² |
---|
მდინარის სისტემა |
ჩრდილოეთის დვინა → თეთრი ზღვა |
---|
წყლის ხარჯი (საშ.) |
1160 მ³/წმ |
---|
— სათავე, — შესართავი |
ვიჩეგდა ვიკისაწყობში |
ვიჩეგდა[1] (რუს. Вычегда, კომ. Эжва) — მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში; მდ. ჩრდილოეთის დვინის ყველაზე დიდი შენაკადი (მარჯვენა). სიგრძე 1130 კმ, აუზის ფართობი 121 ათ. კმ². სათავეს იღებს ტიმანის ჭიუხის სამხრეთ კიდეზე. ზემო წელში ხეობა ვიწროა, ჩაჭრილია 20–40 მეტრზე, აქვს ჭორომები. შუაწელში და ქვემოთში მიედინება განიერ ჭალაში;[1] ამ დაჭაობებულ ჭალაში ბევრი ტოტი და ნაკალაპოტარია. კალაპოტს უხვად აქვს ქვიშის ჩქერები. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ სიქტივკართან 603 მ³/წმ, შესართავთან — 1160 მ³/წმ. გაძვიფვა ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება. მთავარი შენაკადებია: ვოლი, ვიშერა, ვიმი (მარჯვენა); ნემი, ჩრდილოეთის კელტმა, ლოკჩიმი, სისოლა, ვილედი (მარცხენა). ვიჩეგდის აუზში 6000 ათ.-ზე მეტი მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 191 კმ². დასაცურებელი მდინარეა. გაზაფხულზე სანაოსნოა ნავმისადგომ ვოლდინომდე (959 კმ), ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში — დაბა უსტ-კულომამდე (693 კმ). ვიჩეგდაზე მდებარეობს ნავმისადგომი ქალაქები: სიქტივკარი, სოლვიჩეგოდსკი, იარენსკი, მეჟოგი, აიკინო, კოტლასი (შესართავზე), უსტ-კულომი.[1]
ლიტერატურა
სქოლიო