* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 სექტემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 სექტემბერი, 2024
ნიგერიაში დაბადებულმა ოსიმენმა საფეხბურთო კარიერა 2017 წელს, გერმანულ „ვოლფსბურგში“ დაიწყო. გუნდში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ იჯარით უერთდება ბელგიურ „შარლერუას“, საიდანაც ფრანგულ „ლილში“ გადადის. 2020 წელს „ნაპოლიმ“ ოსიმენი €70 მილიონ ევროდ შეიძინა. ვიქტორმა 2021–22 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.[1]
სანაკრებო კარიერა
2015 წლის მსოფლიოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატზე ოსიმენმა ოქროს ბუცი მოიგო, ნიგერიის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის ივნისში შედგა. მონაწილეობა მიიღო 2019 წლის აფრიკის ერთა თასზე.