ვასილ კახნიაშვილი (დ. 9 მაისი, 1910, გორი — გ. 25 მარტი, 1990, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1988).
ბიოგრაფია
ვასილ კახნიაშვილი დაიბადა 1910 წლის 9 მაისს გორში.
1925 წელს დაამთავრა გორის პირველი შრომის სკოლა, 1931 წელს — თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1935-1939 წლებში სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში.
1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო გორის სახალხო თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში მიხა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), ბოქაული (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), მანო (ზ. ანტინოვის „მზის დაბნელება საქართველოში“) და სხვა. გორის თეატრში: სტეფანე (ი. გედევანიშვილის „გადასასვლელზე“), ტიმოთე, ავეტიკა (ავქ. ცაგარლის „ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ჰაჯი მურადი (ი. ვაკელის „შამილი“), გოჩა, გლეხი (ა. ყაზბეგის „არსენა“ და „ხევისბერი გოჩა“), მეფე (გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“), ფაშა (ვ. გუნიას „და-ძმა“), გოგია (დ. ერისთავის „სამშობლო“), სოსია (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), ფარსადან (ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“) და სხვა. სახასიათო სახეები აქვს შექმნილი ისეთ ფილმებში, როგორიცაა: კუჩხი ბედინერი (ეზუ), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (ვასო) და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
ფილმოგრაფია
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო