ვარლამ კილასონია (დ.13 აგვისტო, 1967,რუსთავი[1], საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 2013 წლის დეკემბრიდან რუსთავის „მეტალურგს“ თავკაცობს[2].
კარიერა
საკლუბო
ვარლამმა უმცროს ძმასთან, გიორგისთან ერთად კარიერა დაიწყო რუსთავის „მეტალურგში“. მათ ასევე ერთად ითამაშეს რუსულ სანქტ-პეტერბურგის „ლოკომოტივში“ (1995–1996), უკრაინულ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ (1996–1998), აზერბაიჯანულ „ტოვუზში“ და რუსთავის „გორდაში“.
1996 წელს გახდა რუსეთის პირველი ლიგის ბომბარდირი — 22 გოლი 34 მატჩში. მატჩში ლენინსკ-კუზნეცკის „ზარიას“ წინააღმდეგ (9:0), ვარლამმა რუსეთის პირველი ლიგის რეკორდი დაამყარა, გაიტანა 7 გოლი პენალტის შესრულების გარეშე.[3][4]
სამწვრთნელო
სხვადასხვა წლებში წვრთნიდა რუსთავის „მეტალურგს“,[5][6] 2010-2011 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მწვრთნელი, 2013 წლის დეკემბრიდან დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს და ისევ „მეტალურგის“ მწვრთნელია.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო