ვალიდ იბნ იაზიდი ან ვალიდ II (არაბ. الوليد بن يزيد; დ. 706 — გ. 17 აპრილი, 744) — ომაიანთა სახალიფოს ხალიფა 743–744 წლებში. ტახტზე ავიდა მისი წინამორბედისა და ბიძის, ჰიშამის გარდაცვალების შემდეგ. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა უმწეოთა და ბრმების მიმართ. ალ-ტაბარის ცნობით წერდა ლექსებს. ტახტზე შეცვალა ბიძაშვილმა იაზიდ III-მ.
ლიტერატურა
- Muhammad ibn Jarir al-Tabari History, v. 26 "The Waning of the Umayyad Caliphate," transl. Carole Hillenbrand, SUNY, Albany, 1989
- Glubb, Sir John, The Empire of the Arabs, Hodder and Stoughton, london, 1963