ექტორ ხოსე კამპორა დემაესტრე (ესპ. Héctor José Cámpora Demaestre; დ. 26 მარტი, 1909, მერსედესი, არგენტინა — გ. 18 დეკემბერი, 1980, კუერნავაკა, მექსიკა) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1973 წლის 25 მაისიდან 13 ივლისამდე.
კამპორამ გაიმარჯვა 1973 წლის 11 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში და თანამდებობა დაიკავა 25 მაისს, მან აღადგინა კონსტიტუციური ნორმები, გამოაცხადა პოლიტიკური პატიმრების ამინისტია, აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები კომუნისტურ ქვეყნებთან. არჩევნებში კამპორას გამარჯვებამ ხელისუფლებიაკენ გზა გაუხსნა ხუსტისიალისტური პარტიის ლიდერს ხუან პერონს, რომელიც მანამდე ემიგრაციაში იყო. 13 ივლისს კამპორა და მისი ვიცე-პრეზიდენტი ვისენტე სოლანო ლიმა გადადგნენ. კონსტიტუციის მიხედვით დროებითი პრეზიდენტის თანამდებობა არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ რაულ ალბერტო ლასტირიმ დაიკავა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში